სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო

სამინისტროები
5
(1 შეფასება)
თბილისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. 27

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: არ მუშაობს კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო არის საქართველოს კონსტიტუციისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო.

სამინისტროს მმართველობის სფეროს განეკუთვნება:
სასჯელის აღსრულების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის წარმართვა;
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ორგანიზება და პენიტენციური დაწესებულებების ერთიანი მართვა, მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და მსჯავრდებულთა რესოციალიზაციაზე ზრუნვა;
არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის სახის სამართლებრივი აქტების აღსრულების უზრუნველყოფა;
სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა.

სამინისტრო თავისი ფუნქციების განხორციელებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მეშვეობით. სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან: არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
02/08/2018
S
Saba Chikviladze
S