საქენერგორემონტი

სამშენებლო მასალები | სარემონტო საშუალებები
5
(1 შეფასება)
თბილისი, კასკადის ქ. 1ა

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: 10:00-18:00 კვ: 10:00-18:00

გადახდის ტიპი

bank-transfer cash

საქენერგორემონტი არის, სს საქენერგორემონტი, საიდენტიფიკაციო კოდი:236037962
სს "საქენერგორემონტი", ყოფილი სააქციო საზოგადოება საქენერგორემონტი დაარსდა 1956 წლის 23 მაისს.

საზოგადოების ძირითად პროფილს წარმოადგენდა ჰიდრო და ელექტრომექანიკური სამუშაოების წარმოება. ათწლეულების მანძილზე კომპანიის მიერ განხორციელდა მრავალი ჰიდროენერგეტიკული პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით. სამუშაოები ითვალისწინებდა ტურბინებისა და გენერატორების მონტაჟს, სადგურების გაშვებას, ჰიდროაგრეგატების რეაბილიტაციასა და მიმდინარე რემონტს.

ხანგრძლივი გამოცდილების პერიოდში სს "საქენერგორემონტი" ჩამოყალიბდა დარგის წამყვან კომპანიად საქართველოში. ჩვენს კომპანიაში დღიდან დაარსებისა, სხვადასხვა დროს 5000-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობდა, რომელთა პროფესიონალური ძალისხმევის შედეგია ასობით ენერგეტიკული ობიექტი ჩვენს ქვეყანაში.

დღესდღეობით  საზოგადოება წარმოდგენილია ერთმანეთის მონათესავე  დარგების მრავალპროფილიან კომპანიად. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ძირითად მიმართულებასთან ერთად საზოგადოებამ საქმიანობა დაიწყო მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების მშენებლობის სფეროში, სადაც დიდი გამოცდილება დააგროვა  და იგი საქართველოს მასშტაბით ლიდერია. ასევე, კომაპნიის მიერ შესრულდა  ფართომასშტაბიანი ჰიდროტექნიკური, სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები რამოდენიმე ჰიდროელექტროსადგურზე.

ჩვენი კომპანია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს შრომის უსაფრთხოებას, გარემოზე ზემოქმედებას და შესრულებული სამუშაოების ხარისხს. შესაბამისად 2007 წლიდან კომპანია ფლობს საერთაშორისო სტანდარტის სერთიფიკატებს.

კომპანიაში 200-ზე მეტი მანქანა-მექანიზმი და სპეც-ტექნიკაა, რომლის მეშვეობითაც ურთულესი სამონტაჟო და სამშენებლო სამუშაოები სრულდება. ასევე, ჩვენს საქმიან ეზოში განთავსებულია ელექტრო და მექანიკური საამქროები, რომლებიც აღჭურვილია სხვადასხვა ტიპის დაზგა-დანადგარებით, ზეგაბარიტული დეტალების დამუშავებისა და წარმოებისათვის.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
02/08/2018
S
Saba Chikviladze
S