საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი


საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია არის, ააიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, საიდენტიფიკაციო კოდი:211346925
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია არის თვითმართვადი სამეცნიერო დაწესებულება, სრული ავტონომიური უფლებებით და სახელმწიფოს დაფინანსებით, ქვეყანაში აგრარულ მეცნიერებათა პრიორიტეტული მიმართულებების განმსაზღვრელი, სამეცნიერო - კვლევითი სამუშაოების კოორდინატორი, მთავრობის მეცნიერული მრჩეველი აგრარულ საკითხებში.
აკადემია იმ პრობლემების გადაწყვეტით არის დაკავებული, რომლებიც ქვეყნის მრავალდარგოვანი სპეციალიზაციის მქონე აგროსასურსათო კომპლექსის წინაშე დგას. აქედან გამომდინარე აკადემიის საქმიანობაც სპეციფიური და მრავალპროფილიანია. მისი დანიშნულებაა სოფლის მეურნეობის დარგების შეთანწყობილად, კომპლექსურად განვითარების სამეცნიერო უზრუნველყოფა, ამ მიზნით მეცნიერული ძალების ინტეგრაცია, მეცნიერული პოტენციალის სრულყოფილად გამოყენება.