საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სასწავლო უნივერსიტეტი

უმაღლესი სასწავლებელი
5
(1 შეფასება)
თბილისი, თბილისი

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: არ მუშაობს კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash
ა(ა)იპ. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტს 11 (თერთმეტ) წლიანი ისტორია აქვს. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი დაარსებულია 2008 წელს უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II ღვაწლითა და ლოცვა-კურთხევით. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი დაარსების დღიდან გახლავთ მთავარეპისკოპოსი სპირიდონი. უნივერსიტეტი მდებარეობს მთიან აჭარაში, შუახევის რაიონის, სოფ. ტაკიძეებში (ხიჭაურში). უნივერსიტეტში სწავლა და დღეში სამჯერადი კვება უფასოა. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი აერთიანებს 4 ფაკულტეტს: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების, აგრარულ მეცნიერებათა და ბიზნესის ადმინისტრირების, სამართალმცოდნეობისა და საჯარო მმართველობის, სოციალურ მეცნიერებათა და ჯანდაცვის, და ქართველოლოგიური კვლევების განყოფილებას.   საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს 11 (თერთმეტ) საბაკალავრო: ისტორიის, ფილოლოგიის, ხელოვნებათმცოდნეობის, განათლების, ჟურნალისტიკის, აგრარული მეცნიერებების, საექთნო საქმის, ბიზნესის ადმინისტრირების, საჯარო მმართველობის, სამართალმცოდნეობის, მათემატიკის  პროგრამებსა  და 11 (თერთმეტ) სამაგისტრო: ისტორიის, ფილოლოგიის, ქართველური ენათმეცნიერების, ხელოვნებათმცოდნეობის, განათლების,  აგრარული მეცნიერებების, არქეოლოგიის, ჟურნალისტიკის, მათემატიკის, საჯარო მმართველობის, ბიზნესის ადმინისტრირება – ფინანსების  პროგრამებს, ასევე მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამას და 5 (ხუთ) ავტორიზებულ პროფესიულ მოდულურ პროგრამას: ბუღალტერია, ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი, ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდამჭერი სპეციალისტი, პრაქტიკოსი ექთნის პროფესიულ მოდულურ პროგრამებს. ამჟამად მიმდინარეობს მზადება დოქტორანტურის პროგრამების განსახორციელებლად.
მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
02/08/2018
S
Saba Chikviladze
S