საქართველოს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯი
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი
საქართველოს საპატრიარქო დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯი
2006 წელს საქართველოს კათალიკოს-პარტიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიასთან დაარსდა დეკორატიული მებაღეობისა და ეკოლოგიის ინსტიტუტი,რომლის დირექტორად დაინიშნა თბილისის უნივესიტეტის ბიოლოგიის კურსდამთავრებული, ბონის უნივერსიტეტის დოქტორანტი ზურაბ შევარდნაძე.
კოლეჯი მდებარეობს წმინდა სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე. კოლეჯის შენობა კაპიტალურად გარემონტდა 2006 წლის ზაფხულში; მოეწყო სათანადოდ აღჭურვილი აუდიტორიები; ბიბლიოთეკა დაკომპლექტდა უახლესი გამოცემებით. მომდევნო წლებში აშენდა სასწავლო-საცდელი სათბური და სამებაღეო პრაქტიკის ოთახი. სამების ტაძრის ტერიტორიაზე არსებულ კოშკში განთავსდა ფლორისტული დიზაინის სახელოსნო. თავდაპირველად კოლეჯში საღვთო სჯულს კითხულობდა მღვდელმონაზონი ანტონ კანდელაკი, შემდეგ დეკანოსი ზურაბ ცხოვრებაძე და აკაკი მინდიაშვილი. საბუნებისმეტყველო საგნებს კითხულობდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ხოლო სასოფლო-სამეურნეოს - აგრარული უნივერსიტეტის პროფესორები.
ამჟამად კოლეჯის დირექტორია ზურაბ შევარდნაძე, დირექტორის მოადგილეები: მონოზონი თეკლე (სიხარულიძე) და მანანა ელბაქიძე. ფუნქციონირებს სამი სპეციალობა:
- მებაღე (დეკორატიული მცენარეების) - შეისწავლება დეკორატიული მებაღეობის საკითხები, მცენარეთა გამრავლება, მოვლა, გასხვლა-ფორმირება და სხვ.
- ფლორისტული დიზაინის სპეციალისტი - გამოყენებითი ხელოვნების მიმართულება, სადაც შეისწავლება მცენარეთა კომპოზიციებისა და მხატვრული არანჟირების შექმნის ხელოვნება.
- ბაღის დიზაინერი - შეისწავლება დეკორატიული ბაღების, სკვერებისა და გამწვანების სხვა ობიექტების პროექტირება და მათი რეალიზება.
კოლეჯმა ავტორიზაცია გაიარა 13.12.2011. ავტორიზაციის მოპოვების შემდეგ კოლეჯის კურსდამთავრებულთა რაოდენობა შეადგენს 480-ს. კოლეჯის მესამე საფეხურზე სუდენტთა ჩარიცხვა ხდება საბაზო ან ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე; ტარდება გასაუბრება. კოლეჯის მეოთხე საფეხურზე მიღების წინაპირობაა მესამე საფეხურის დიპლომი. მეხუთე საფეხურზე მიღების წინაპირობაა მეოთხე საფეხური დიპლომი.
ბაღის დიზაინერის მეხუთე საფეხურზე ჩარიცხვა ხდება ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმეტის საფუძველზე; ტარდება გასაუბრება.
კოლეჯს გააჩნია ნათელი და თბილი აუდიტორიები, კარგად აღჭურვილი მებაღეობის პრაქტიკული ლაბორატორია და ფლორისტული სახელოსნო;ბიბლიოთეკა უახლესი წიგნადი ფონდით,სპეციალურად კოლეჯის სტუდენტებისათვის შემუშავებული სალექციო კურსები.
ქართულ ენაზე, ელექტრონული ბიბლიოთეკა,ხარისხოვანი საბაღე ტექნიკა და აღჭურვილობა.მატერიალურ-ტექნიკური ბაზა მუდმივად ივსება. მომავალში იგეგმება შესაბამისი ტექნიკური პარამეტრების მქონე ხატვის სტუდიისა და ბაღის დიზაინის პრაქტიკის მცირე ზომის მოედნის მოწყობა.
კოლეჯის სტუდენტები აქტიურად არიან ჩაბმულნი გამწვანების სხვადასხვა აქციებში, მონაწილეობენ ყვავილების გამოფენებსა და დიდი რელიგიური დღესასწაულებისადმი მიძღვნილ ფლორისტულ ექსპოზიციებში.