სამხატვრო სტუდია "magic brush"

სხვადასხვა(მომსახურება)
5
(1 შეფასება)
თბილისი, ო. ჭილაძის ქ. 166/7

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 11:00-21:00 შაბ: 11:00-21:00 კვ: 11:00-21:00

გადახდის ტიპი

bank-transfer cash maestro master-card visa

ჩვენს შესახებ: ხელოვნების სტუდია “magic brush” იწვევს 6 წლის ასაკიდან ბავშვებსა და მოზარდებს ხატვის, ფერწერის, ძერწვის, გამოყენებითი და დეკორატიულ ხელოვნების შესასწავლად, ასევე სტუდენტები გაივლიან თეორიულ კურსს მსოფლიო ხელოვნების ისტორიაში. 

პროგრამა ითვალისწინებს კომპლექსურ შესწავლას: 
* ხატვა აკვარელით, აკრილით, ფანქრებით (ზეთით სურვილისამებრ)
* ძერწვა( თიხა ,პლასტელინი, პაპიე მაშე ) 
*კომპიუტერული გრაფიკა
* სივრცული ნამუშევრები ქაღალდისგან (ორიგამი, აპლიკაცია) 
*თეორიული საგნები: მსოფ. ხელოვნების ისტორია, საქ.ხელოვნების ისტორია, ტექნოლოგიები.
* ქარგვა, გობელინი 
* დიზაინერული ნამუშევრების შექმნა სხვადასხვა მასალების გამოყენებით და მათი დეკორირება
* კოლაჟების დამზადება 
* სხვა 

რატო უნდა ატაროთ ბავშვი “Magic Brush”–ში?

* ანვითარებს ბავშვის შინაგანი სამყაროს
* ამჟღავნებს ბავშვების ესტეთიკურ გემოვნებას 
* ანვითარებს შემოქმედებით პოტენციალს
* სამომავლოდ, ნებისმიერ საქმიანობას ის მიუდგება შემოქმედებით
* თავისუფალი დროის შინაარსობრივი გატარება 
* შემოქმედებითი მუშაობის დროს, ბავშვები ჰარმონიულად ვითარდებიან და სწავლობენ თავის იდეების რეალიზებას 
* თანამედროვე სასკოლო განათლება არ არის ორიენტირებული ბავშვების კრეატიულ საწყისზე. სწავლება სკოლებში მიმდინარეობს მზა გეგმემით და სქემებით. ამიტომ, ადგილი, სადაც ბავშვები შემოქმედებითი საქმიანობით იქნებიან დაკავებული არი დამატებით განათლების სტუდიები. 
* გამოკვლევებმა აჩვენა, რო შემოქმედებითი ნიჭის განვითრაბა დადებითად მოქმედებს საერთო საგანმანათლებლო საგნების მოსწრებაზე (მიუხედავად იმისა, რომ ამდაგვარი დამატებით გაკვეთლები ზედმეტი დატვირთვაა ბაშვისთვის, ეს დადებითად მოქმედებს ბავშვის საერთო მოსწრებაზე) 

რა პირობებს გთავაზობთ “Magic Brush”: 
* მეცადინეობა ტარდება კვირაში ორჯერ (დღეები და საათები შეთანხმებისამებრ, შაბათი და კვირა სამუშაო დღეებია) 
• სწავლების საფასური შეადგენს 50ლარს თვეში (8 გაკვეთილის შესაბამისი , 80 წუთი) 
•პერიოდულად მოეწყობა გამოფენები, ექსკურსიები, სხვა ღონისძიებები.
•ასევე, პერიოდულად ლექციებს ჩაატარებენ სპეციალურად მოწვეული საინტერესო სტუმრები. • ბავშვებისთვის შექმნილია კომფორტული გარემო და გვაქვს სპეციალური პროგრამა რომელიც შედგენილია სპეციალისტების მიერ.
კონტაქტი:

ტელეფონი: 558 203 793; 599 46 49 69; 571 04 69 33.
მისამართი: საბურთალო, ოთარ ჭელიძის 166/7 (ავერსის კლინიკის მოპირდაპირე მხარეს)

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
03/11/2017
C
Constantine Caava
C

თეგები