სამკერვალო ფაბრიკა ივერია

სამკერვალო ატელიე
5
(1 შეფასება)
თბილისი, ბ. ხმელნიცკის ქ. 42

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 09:00-20:00 შაბ: 09:00-20:00 კვ: 09:00-20:00

გადახდის ტიპი

bank-transfer cash
შეკვეთის შესაძლებლობა

სამკერვალო ფაბრიკა „ივერია“ დაარსდა 1990 წელს ყოფილი „ისნის სამკერვალო ფაბრიკის“ ბაზაზე, რომელიც 1936 წლიდან ფუნქციონირებდა. „ივერია“- ს ძირითად საქმიანობას სპეც. ფეხსაცმლის და ტანსაცმლის წარმოება წარმოადგენს.
ბაზარზე შემოსვლისთანავე, სამკერვალო ფაბრიკამ სწრაფი განვითარება დაიწყო. 2006 წლიდან კომპანიამ დანერგა მართვის თანამედროვე სისტემები და მის მთავარ პრიორიტეტად მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება განისაზღვრა. 2002-2009 წლები შემოსავლებისა და ზრდის მიხედვით ფაბრიკისთვის ყველაზე წარმატებულ პერიოდს წარმოადგენდა. კომპანიის საშუალო წლიური ზრდის მაჩვენებელი 30-40% - ს აღწევდა.
2009 წლიდან შპს „ივერია“- მ გააფართოვა წარმოება და სამოქალაქო ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის დამზადება დაიწყო.
„ივერია“ - ს გააჩნია ISO 9001:2000 სერტიფიკატი, რომელიც მიენიჭა მას მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული რეგისტრატორის, IQNet-ის მიერ. აღნიშნული სერთიფიკატის განახლება მოხდა 2007 წელს. გარდა ამისა, 2006 და 2007 წლებში შპს "ივერია" გახდა "ქართული ხარისხის" ნიშნის მფლობელი.
2012 წელს „ივერია“ გახდა International ARCH of EUROPE-ის გამარჯვებული და მიიწვიეს დაჯილდოებაზე ფრანკფურტში, გერმანია, 2012 წლის 30 აპრილს.
ხოლო, „ივერია“-ს დამფუძნებლისა და დირექტორის, დავით ბიძინაშვილის კვალიფიციურ რჩევებსა და კონსულტაციებს იზიარებდნენ როგორც საქართველოში, აგრეთვე საზღვარგარეთ.
ამჟამად „ივერია“ ფლობს ტანსაცმლის თანამედროვე წარმოებას. ფაბრიკის მთავარი განყოფილებებია სამკერვალო, საქარგავი და სარეკლამო. ფაბრიკის წარმოების მთავარ პროდუქტს წარმოადგენს სპეც-ტანსაცმელი, თუმცა, "ივერია" ახორციელებს ფეხსაცმლისა და დამცავი საშუალებების იმპორტს.
ამჟამად, "ივერია"-ს დამუშავებული აქვს 500-ზე მეტი მოდელი.
”ივერიის” მისია
კომპანიამ მიზნად დაისახა საკუთარი წარმოების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა და ამ მიმართულებით სისტემური ნაბიჯები იდგმება, როგორც უცხოელ პარტნიორებთან, აგრეთვე შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობის გზით.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
03/11/2017
C
Constantine Caava
C

თეგები