საქკაბელი
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი




სააქციო საზოგადოება საქკაბელი,საქართველოში საკაბელო პროდუქციის ყველაზე დიდი დამამზადებელია. ქარხანა დაარსდა 1959 წელს და მის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს სპილენძისა და ალუმინის საკაბელო პროდუქციის წარმოება.
2006 წლის ოქტომბრიდან ქარხნის მართვა ჩაიბარა ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ,რომელმაც მოახდინა წარმოების გადაიარაღება,შეძენილი იქნა ახალი ტიპის დანადგარები,დაინერგა თანამედროვე ტექნოლოგიური პროცესი,რამაც გაზარდა გამოშვებული პროდუქციის ასორტიმენტი და მოცულობა,გაუმჯობესდა ხარისხი.
ჩვენი საქმიანი დევიზია:" ხარისხი უპირველეს ყოვლისა".
50 წლიანმა გამოცდილებამ და სწორმა მენეჯმენტმა საშუალება მოგვცა მინიმალური დანაკარგებით დაგვეძლია ეკონომიკური სიძნელეები, შეგვენარჩუნებინა გამოცდილი და კვალიფიციური კადრები. ჩვენს მიერ დამზადებული პროდუქცია,მომხმარებელთან გაგზავნამდე გადის დეტალურ შემოწმებას ქარხნის ლაბორატორიაში.
მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოებით საშუალება მოგვეცა აგვეთვისებინა საქართველოში კაბელის სამომხმარებლო ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილი. ჩვენი პროდუქციის ძირითადი მომხმარებელია საქართველოში არსებული უცხოური და ადგილობრივი ენერგო საწარმოები, მუნიციპალური დაქვემდებარების დაწესებულებები,საამშენებლო ორგანიზაციები და სხვა.