საირმე
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი


საირმე მინერალ ვოთერს•-ის მფლობელობაში არსებული წყლის საბადო ითვლის 9 მინერალურ წყაროს.
კომპანიის მიერ მოხდა საბადოებზე 25 წლიანი ლიცენზიის შეძენა, რაც გულისხმობს, რომ მხოლოდ კომპანია •საირმე მინერალ ვოთერს•-ს აქვს ექსკლუზიური უფლება სახელი •საირმე•-ს ქვეშ მოახდინოს წყლის ბუტილიზირება და რეალიზაცია. აგრეთვე გასულ წელს კომპანიის მიერ, აუქციონზე შეძენილი იქნა მტკნარი წყლის ლიცენზია 20 წლიანი ვადით.
●საირმე●
გაზირებული მინერალური წყალი.
მიზანშეწონილია მივთიერებათა ცვლის ბალანსის რეგულირებისთვის და ხშირი მოხმარებისთვის.
საირმის მთების წიწვოვან-ფოთლოვანი ტყეების სიღრმეში, მდ. წაბლარისწყალის ხეობაში, მრავალსაუკუნოვან ქანებში ბუნებრივ ფილტრაციას გადის ჰიდროკარბონატულ კალციუმ-ნატრიუმიანი მინ. წყალი და ზედაპირულ ქანებში გრუნტის წყალთან შეზავებით ფორმირდება დაბალმინერალიზებული წყალი “საირმე” - მიირთვით ყოველდღე და გაიზიარეთ ქართული ბუნების მადლი.
●საირმე ტრადიციული●
გაზირებული მინერალური წყალი
მოიხმარება ღვიძლის, შარდსადინარი გზების, თირკმელების და კუჭ-ნაწლავის დარღვეული ფუნქციების აღსადგენად. ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის შედეგად წარმოქმნილი მავნე პროდუქტების გამოყოფას.
მდ. წაბლარისწყალის ხეობაში, მრავალსაუკუნოვან ქანებში ბუნებრივი ფილტრაციის დროს ჰიდროკარბონატულ კალციუმ-ნატრიუმიანი მინ. წყალი იძენს განსაკუთრებულ სამკურნალო თვისებებს და ზედაპირულ ქანებში გრუნტის წყალთან შეზავებით, საირმის მთების ხელთუქმნელ წიწვოვან-ფოთლოვანი ტყეების სიღრმეში ამოედინება მინ. წყალი “საირმე ტრადიციული” – მიირთვით და გაიზიარეთ ქართული ბუნების მადლი.
●საირმის ნაკადულები●
წყაროს წყალი (არაგაზირებული)
ზღვის დონიდან 2000 მ-ის სიმაღლიდან მ-ის სიმაღლიდან მორაკრაკე, საირმის მთების ალპურ ზონაში დაბადებული წყაროს წყალი “საირმის ნაკადულები” სასარგებლო მინერალებით მდიდარ მიწისქვეშა ქანებში ჩაედინება, სადაც ბუნებრივ მინერალიზაციას გადის და ხელთუქმნელ წიწვოვან-ფოთლოვანი ტყეების სიღრმეში მდ. წაბლარისწყალის ხეობაში ამოედინება. “საირმის ნაკადულები“- მიირთვით ყოველდღე და გაიზიარეთ ქართული ბუნების მადლი.