საბავშვო ბაღი ჭიამაია

საბავშვო ბაღი
5
(1 შეფასება)
თბილისი, აეროდრომის დასახლება,მეათე ქუჩა.სახლი 6ა.

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: არ მუშაობს კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

საბავშვო ბაღი ჭიამაია არის, შპს ჭიამაია, საიდენტიფიკაციო კოდი:206342689
საბავშვო ბაღ “ჭიამაიაში”აღსაზრდელებს დახვდებათ კომფორტული გარემო, ნათელი, მზიანი ოთახებით, მრავალფეროვანი, მეთოდური,ბავშვის სწავლა- განვითარებაზე ორიენტირებული სათამაშოებით, კეთილმოწყობილი, გამწვანებული ეზოთი. ფუნქციონირებს 4 ასაკობრივი ჯგუფი: 2-3წლ, 3-4წლ, 4-5წლ და 5-6წლ-ის ჯგუფები. ბავშვთა რაოდენობა: ბაგაში 10 ბავშვი, დანარჩენ ჯგუფებში კი - 15. სამუშაო საათები: 9-დან 18.30 სთ-მდე. მსურველების შემთხვევაში შესაძლებელია გახანგრძლივებული ჯგუფისა და შაბათი დღის დამატება. კვება სამჯერადია, მიღებული სტანდარტებით, მაღალხარისხიანი და დაბალანსებული საკვებით, შესაბამისი კალორაჟის გათვალისწინებით. უზრუნველყოფილია ექიმის მეთვალყურეობა, ზედმიწევნითაა გათვალისწინებული სან-ჰიგიენური ნორმები. სააღმზრდელო პროცესში ხორციელდაბა ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ ბავშვთან მათი ხასიათის, უნარ-ჩვევებისა და ფსიქო-ემოციური განვითარების გათვალისწინებით. სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე, უახლესი პროგრამებით, თამაში-მეცადინეობებით, უამრავი თვალსაჩინოებისა და მეთოდური მასალის გამოყენებით. გამოსაშვები ჯგუფი ემზადება "სასკოლო მზაობის პროგრამით". ჩვენი პროგრამა ზოგადად ითვალისწინებს: ლიტერატურა-მხიარული ანბანი, ზღაპრული სამყარო, მოთხრობები, იგავ-არაკები, მეტყველების განვითარება, ლოგოპედიური ვარჯიშები და სხვა; სახალისო მათემატიკა; ბუნება და გარესამყარო; ხელოვნება-ხატვა ფანქრებით, საღებავებით, ძერწვა პლასტელინითა და ნატურალური თიხით, აპლიკაციები, გამოყენებითი ხელოვნება; ინგლისური ენა თამაშ-მეცადინეობებით, მუსიკალური გაკვეთილებით; მუსიკა-სიმღერა, რიტმიკა; ცეკვა; დრამ.წრე- საბავშვო სპექტაკლების დადგმა; თოჯინების თეატრი; სადღესასწაულო ზეიმების მოწყობა. სურვილის შემთხვევაში ორგანიზება გაეწევა თემატურად გაფორმებულ დაბადების დღეებს. ღონისძიებები უზრუნველყოფილი იქნება ფოტო და ვიდეო გადაღებით. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: მესამე მასივი, აეროდრომის დასახლება, მეათე ქუჩა სახლიN6 (მეტრო ვარკეთილთან). ტელეფონო: 2 76 59 02; მობილური: 5 77 43 00 20; 5 97 02 22 11 ვებ-გვერდი: www.maia.com.ge

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
03/07/2018
S
Saba Chikviladze
S