საბავშვო ბაღი ჩემი ბაღი

საბავშვო ბაღი
5
(1 შეფასება)
თბილისი, ოდესის ქ. 25

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: 10:00-18:00 კვ: 10:00-18:00

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

„ჩემი ბაღი“ - ადგილი, სადაც სწავლა მიმდინარეობს იმ ბუნებრივი გზით, რომელიც მათ აბედნიერებს, ეს არის თამაში. „ბავშვის უფლება - სცემდნენ პატივს“ - ჩვენთან დაცულია. რატომ „ჩემი ბაღი“ ? 1. ასაკის შესაფერისი მასტიმულირებელი რესურსები და უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა გარემო; 2. შეუზღუდავი დრო ღია ცის ქვეშ „ჩემი ბაღის“ ეზოში : ქვიშა, კენჭები, ბალახი; 3. ჯგუფების მცირე ზომა; 4. ვსწავლობთ გარემოს აქტიური შემეცნებისა და საკუთარი აღმოჩენების გზით; 5. ბავშვის ინდივიდუალიზმისა და საგანმანათლებლო პროცესში აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა; 6. ბავშვს აქვს ყოველდღიური საქმიანობისას არჩევანის უფლება; 7. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბავშვში არ დაითრგუნოს მოძრაობის, თამაშისა და ძიების წყურვილი; 8. უპირატესობა Art აქტივობებს, რაც მოიცავს შერეული მასალით მუშაობას. ეს არის ხელნაკეთი ნივთები, ნახატები, აპლიკაციები და ა.შ; 9. მაღალკვალიფიცირებული კადრები (პედაგოგი, მუსიკოსი, ქორეოგრაფი, მხატვარ-დიზაინერი, ფსიქოლოგი, მეტყველების სპეციალისტი); 10. მზუნველი და ყურადღებიანი დამოკიდებულება თანამშრომლებს შორის, თანამშრომლებსა და ბავშვებს შორის, სხვადასხვა ასაკის აღსაზრდელებს შორის; „ჩემ ბაღში“ დღის განმავლობაში გათვალისწინებულია სამჯერადი კვება მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით. „ჩემი ბაღის სამუშაო საათები: 09:00-19:00 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. ყველა ასაკობრივ ჯგუფს ინდივიდუალურად შერჩეული პროგრამით უტარდება მეცადინეობები შემდეგ საგნებში: • სახალისო მათემატიკა; • საბუნებისმეტყველო საგნები (გეოგრაფია, ისტორია); • უცხო ენა (ინგლისური, რუსული); • ზოგადი უნარების განვითარება); • Art აქტივობები: ხატვა, ძერწვა, აპლიკაციები; • სიმღერა; • ცეკვა; • წრის სახით - ყინულის მოედანი (ციგურებით სრიალი);

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
24/04/2018
S
Saba Chikviladze
S