საბავშვო ბაღი ათინათი

საბავშვო ბაღი
5
(1 შეფასება)
თბილისი, ბ. ჟღენტის ქ. 18

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: არ მუშაობს კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

საბავშვო ბაღი ათინათი არის, ი/მ ელისო ჩაგანავა, საიდენტიფიკაციო კოდი: 01006019640
საბავშვო ბაღი "ათინათი" გთავაზობთ თითოეული აღსაზრდელის ინდივიდუალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით შედგენილ სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამას.
პროგრამა უვითარებს პატარებს დამოუკიდებლად აზროვნების უნარს, ემსახურება თითოეულის მორალურ, ესთეტიკურ და ფიზიკურ წვრთნას.
სწავლება მიმდინარეობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.
პატარები სწავლობენ ხატვას, ძერწვას, აპლიკაციიას, 
ტარდება მუსიკისა და ცეკვის გაკვეთილები-მხატვრული ტანვარჯიში.
იმართება თეატრალიზირებული წარმოდგენები, ზეიმები და ღია მეცადინეობები.
იგეგმება შეხვედრები საბავშვო მწერლებთან, კომპოზიტორებთან, მხატვრებთნ, ეწყობა ექსკურსიები.
"ათინათს" აქვს სხვადასხვა საბავშვო გასართობებით აღჭურვილი სუფთა ეზო, სადაც პატარები დიდ დროს ატარებენ.
ბაღში შექმნილია 10-12 ბავშვიანი ასაკობრივი ჯგუფები.
წარმატებით მუშობს მოსამზადებელი ჯგუფი, რომელიც დაფუძნებულია სწავლისა და სწავლების ახლებულ მიდგომებზე, უვითარებს ბავშვებს სასკოლო უნარ-ჩვევებს, ჩვენი აღსაზრდელები სრულად აკმაყოოფილებენ სკოლის მოთხოვნებს.
დღის წესრიგი ითვალისწინებს სრულფასოვან 3-ჯერად კვებას, ყოველდღიიურად სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვას და თვეში ერთხელ გენერალურ სადიზინფექციო სამუშაოების ჩატარებას.
ბაღი მუშობს ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 9-ის ნახევრიდან 18 საათამდე., ასევე მშობელთა სურვილის გათვალისწინებით ბაღში მუშაობს მორიგე ჯგუფი 19 საათმდე.
ეწვიეთ "ათინათს". აქ ყველა დღე მზიანი, მხიარული და ბედნიერია, გვანდეთ თქვენი შვილების მომავალი....

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
24/04/2018
S
Saba Chikviladze
S