რუმსი
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი
რუმსი არის, შპს რუმსი, საიდენტიფიკაციო კოდი: 405101429
სამშენებლო - სარემონტო კომპანია Rooms დაარსდა 2015 წელს. კომპანიის მიზანია უფრო მეტი ადამიანისთვის გავხადოთ ხელმისაწვდომი და კომფორტული ისეთი ძვირადღირებული და რთულად მისაღები მომსახურება, როგორიცაა: პროექტირება, არქიტექტურა, მშენებლობა, ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინი, რემონტი, ავეჯისა და ლანდშაფტის დიზაინი. კომპანიის გუნდი დაკომპლექტებულია ახალგაზრდა, ენერგიული, კვალიფიციური და პროფესიონალი პერსონალით. გუნდის მთავარი პრიორიტეტი - სამუშაოს დროული, ხარისხიანი შესრულება და კმაყოფილი მომხმარებელია.
სამშენებლო - სარემონტო ბაზარზე კომპანია Rooms-მა ოპერირება მომხმარებლებისთვის უპრეცედენტო შეთავაზებით დაიწყო.
,,გაარემონტე დღეს გადაიხადე ერთი ან ორი წლის შემდეგ" -ამ აქციით კომპანიამ ძალიან ბევრ ადამიანს მისცა საშუალება აიხდინოს სანუკვარი ოცნება - აიშენოს ან გაირემონტოს საცხოვრებელი სახლი, ბინა, ოფისი თუ კომერციული ფართი არა საკუთარი, არამედ კომპანიის სახსრებით, გაწეული მომსახურების ღირებულება კი გადაიხადოს მისთვის სასურველ დროს, მის ფინანსურ შესაძლებლობებზე მორგებული გადახდის გრაფიკით.
რატომ უნდა ავირჩიოთ Rooms?
კომპანიის მენეჯმენტი საშუალებას გაძლევთ, მაქსიმალურად დაზოგოთ თქვენთვის ძვირფასი დრო, ენერგია და რაც მთავარია ნერვები.
კომპანიის მომხმარებლებს საშუალება აქვთ კომპანიის მომსახურება მიიღონ სახლიდან გაუსვლელად, თუნდაც საზღვარგარეთ დროებით ყოფნისას ან ცხოვრებისას. გამოცდილი და კრეატიული არქიტექტორ-დიზაინერების რჩევების და კონსულტაციების დახმარებით მაქსიმალურად მოკლე დროში და მაქსიმალურად პრაქტიკულად დაგეგმონ თავიანთი ბინისა თუ ფართის ინტერიერი, შეარჩიონ ნებისმიერი სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალა, სხვადასხვა სცენებისა და მაღალხარისხიანი რენდერების საშუალებით წინასწარ ნახონ საკუთარი ბინა რემონტის დასრულების შემდგომ.
კომპანია ფლობს საქართველოში ერთადერთ, სამშენებლო და სარემონტო (მოსაპირკეთებელი) მასალების უნიკალურ, ონლაინ კატალოგს, რომელშიც თავმოყრილია როგორც ჩვენს ქვეყანაში წარმოებული, ასევე იმპორტირებული ნებისმიერი სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლები, ვიზუალური ფოტომასალა, ფასები, არის თუ არა ადგილზე ესა თუ ის პროდუქცია და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციები.
კომპანია თავის მომხმარებელს სთავაზობს გადახდის მოქნილ და მაქსიმალურად მათ ფინანსურ შესაძლებლობებზე მორგებულ გადახდის სისტემას, ერთწლიან და ორწლიან შიდა უპროცენტო განვადებას.
ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დაზღვეულია მესაკუთრის უძრავი ქონება, შესრულებული სამუშაოები და კომპანიის პასუხისმგებლობა შემკვეთისა და ნებისმიერი მესამე პირის წინაშე.
კომპანია მომხმარებელს შესრულებულ სამუშაოებზე 3 წლიან გარანტიას აძლევს.