რესტორანი "ბარბარესთან"

რესტორანი
5
(1 შეფასება)
თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზ.132

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 08:00-23:00 შაბ: 08:00-23:00 კვ: 08:00-23:00

გადახდის ტიპი

bank-transfer cash maestro master-card visa
ხმაურის დონე დაბალი
დაჯავშნა
პარკინგი
Wi-fi

• რესტორანი “ბარბარესთან” კონცეფცია
ახალ პროექტში გასტრონომიულმა ჯგუფმა Gastonaut-მა მიზნად დაისახა— შექმნას ხელმისაწვდომი ქართული სამზარეულო ახალი სტანდარტებით.

• “ბარბარესთან” თბილისისთვის უჩვეულო, ქართული სამზარეულოს რესტორანია.
• ეს არის მყუდრო ქართული ბინა, რომელშიც მეგობრულად ცხოვრობს დიდი, ხმაურიანი, სტუმართმოყვარე ოჯახი, რესტორნის მფლობელები დედა, მამა და 10 შვილია.

• რესტორანში “ბარბარეში” - დაგემოვნებთ ქართულ კერძებს ბარბარე ჯორჯაძის მე-19 საუკუნის უნიკალური რეცეპტების წიგნიდან. “ბარბარესთან” სამზარეულოს თამამად შეიძლება ვუწოდოთ ოჯახური, რომლის განსაკუთრებულობას ახალი, თქვენთვის დღემდე უცნობი გემო განაპირობებს. ვფიქრობთ, მენიუს ბევრი პოზიცია გურმანებისათვის ნამდვილი აღმოჩენა იქნება. ტრადიციული კერძებიც კი. მხოლოდ ქართული პროდუქტით დამზადებული ხაჭაპური, საცივი, ლობიო ლორით და ელარჯი მკვეთრად განსხვავდება იმისგან რასაც თქვენ აქამდე მიირთმევდით ქალაქის რესტორნებში. მენიუ დაამუშავა და თანამედროვე სტანდარტებით შეადგინა ცნობილმა ქართველმა შეფ - მზარეულმა ლევან კობიაშვილმა. ყველაფერი დამზადებულია ისე, როგორც ამას დიდი ქართული ოჯახების შინაურ სამზარეულოში და როგორც ამას თავად მწერალი ქალი, ბარბარე აკეთებდა.

• რესტორან ”ბარბარეში” - სულ 50 დასაჯდომი ადგილია, აქედან ერთი დარბაზი, 10 კაციანი იზოლირებული სივრცე სავახშმოდ და მე-19 საუკუნის ისტორიული ღვინის მარანია, რომელიც რესტორნის სიამაყეა. 

• დილით ბარბარესთან ახლადგამომცხვარი პურის სუნი დგას - ძალის მომცემი ახალი დღისთვის. სადილობისას სიმშვიდე ისადგურებს და ამ ემოციით სტუმარი აგემოვნებს გემრიელ ჩიხირთმას და კენკროვანი სოუსით შეზავებულ ჩაშუშული იხვის ფეხს.

• საღამოს ბარბარესთან ნამდვილი დღესასწაულია. იშვიათი ქართული ღვინოები, რომელთაც მზრუნველი მასპინძელი საკუთარ სარდაფში ინახავს.
• იქვე, სხვა მაგიდებთან, სტუმრებს უკვე აწვდიან შემწვარ კარტოფილს სოფლურად, თევზის ასორტს შინაური რეცეპტით, იშვიათი ქართული ყველის სახეობებს და სხვა მრავალს.

• ტკბილ მენიუში ბებოს დესერტებია - მურაბები და კომპოტები – აქაც ბარბარე ჯორჯაძის რეცეპტით დამზადებული. დესერტის მენიუს კულმინაცია ფელამუშის ნამცხვარია. საფირმო ტკბილეული, რომელსაც მხოლოდ ჩვენთან იპოვით.

• საუკუნოვანი ავეჯი, ფერადი ხალიჩები, ანტიკვარული ნივთები, აგურის კედლები, იატქკზე ლამაზი ხალიჩები ქარული ორნამენტებით, მუსიკალური თანხლება რეტროა, დარბაზებში გაფანტული ქართული მელოდია პირველივე წუთიდან ავსებს სტუმარს. მცენარეები და მინდვრის ყვავილები ყველგანაა. ვიტრინაში ქართული ნობათი დევს - ყველი, ჩურჩხელები, მურაბები, ახალი პური და კაკალი, რაც ნებისმიერი გამვლელის თვალს იპყრობს და აჯადოვებს.
__________

Barbarestan is a little untypical Georgian restaurant for Tbilisi. In fact, its a cozy Georgian apartment where a big, noisy and hospitable family lives, as the owners of the restaurant are happy parents of 10 kids!
For this new project creative team of "Gastonaut" has set a plan - to make high-quality Georgian cuisine in much more interesting style, but still available to all, without lowering the interior concept, creativity in menu and fantastic service.
Barbarestan offers interesting Georgian food, borrowed from unique recipe book of the 19th century duchess Barbare Jorjadze.
Menu of "Barbarestan" was modified and adapted to modern standards by well-known Georgian chef Levan Kobiashvili. 

Cuisine of "Barbarestan" can be called homestyle cuisine for sure, the distinctive feature of which is the fact that many items on the menu are unfamiliar to metropolitan gourmets! Of course, the basis of the menu consists of traditional dishes, but the taste of even the classic local authentic foods is markedly different from that to which are accustomed in Tbilisi. After all, we use only Georgian bio or village products, all food is prepared directly in the restaurant by old family recipes that we have borrowed from Jorjadzes cook book.

Barbarestan is a tiny restaurant - 70 seats in two halls and 2 private rooms for 10 people in the wine cellar.
Grandma's like an old ragged furniture, colorful rugs, various antique things, brick walls, greenery and fresh flowers everywhere.
There is no unity - all the chairs, tables and even the utensils - everything is different. The historic wine cellar of the 19th century is an obvious pride of the restaurant. VIP cabinet - for cozy evenings with friends- center of gravity in this room - antique fireplace.
Musical accompaniment from the first minute plunges into the atmosphere of nostalgic memories of classic Georgian songs...
Of course, to fully understand the charm of this house, you should at least once look in on a soft light of its lampshade.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
03/11/2017
C
Constantine Caava
C

თეგები