რერა

კვების პროდუქტებით ვაჭრობა
5
(1 შეფასება)
თბილისი, დ. თავდადებულის ქ. 29

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-20:00 შაბ: 10:00-20:00 კვ: 10:00-20:00

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

რერა არის, შპს G & A GROUP, საიდენტიფიკაციო კოდი: 404943683

„რერა“-ს გაყინული კერძების, თევზეულისა და ზღვის პროდუქტების წარმოება დაარსდა 2015 წელს შპს „G&A Group”-ის ბაზაზე, სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით.

„რერა“-ს საწარმო აღჭურვილია უახლესი ევროპული წარმოების მანქანა-დანადგარებით და თანამედროვე ლაბორატორიით.

კომპანიის პროდუქცია იწარმოება უმაღლესი ხარისხის ადგილობრივი და იმპორტირებული ნედლეულით. რეცეპტურა კი უნიკალურია, რაც „რერა“-ს კერძების გემოს ტრადიციულ და ამასთანავე განუმეორებელ თვისებებს სძენს.

„რერა“-ს საწარმო ფუნქციონირებს ორი ძირითადი მიმართულებით:

  • გაყინული სწრაფად მომზადებადი კერძები
  • თევზეული და ზღვის პროდუქტები

საწარმოში ამჟამად 70 ადამიანია დასაქმებული, „რერა“ ყოველთვიურად 15-20 ტონა პროდუქციას აწარმოებს. კომპანია მუდმივი განვითარებისა და ზრდის პრინციპებზეა დამყარებული და მომავალში იგეგმება თვეში პროდუქციის წარმადობის 100 ტონამდე გაზრდა.

„რერა“ გეგმავს უახლოეს მომავალში მიიღოს ISO 9001; ISO 22000; НАССР სერტიფიკატები, რითაც საწარმოშიც და მენეჯმენტის ყველა რგოლში უზრუნველყოფს ხარისხის მართვის და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების ზედმიწევნით დაცვას.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
18/02/2018
S
Saba Chikviladze
S