რედიქსის საბავშვო ბაღი

საბავშვო ბაღი
5
(1 შეფასება)
თბილისი, ვ. ფშაველას გამზ. 71

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-19:00 შაბ: არ მუშაობს კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash

რედიქსის საბავშვო ბაღი არის, წმინდა გიორგის სახელობის საბავშვო ბაღი, საიდენტიფიკაციო კოდი:404873339
წმინდა გიორგის სახელობის საბავშო ბაღი გაიხსნა 2010წლის 1 ოქტომბერს,დეველოპერული კომპანია რედიქსის და წმინდა გიორგის სახელობის საერო სკოლის გამოცდილების გათვალისწინებით.

ბაღის შენობა გარემონტებულია ეკოლოგიური და უსაფრთხოების 
ნორმების მაქსიმალური დაცვით და განთავსებულია ბავშვის განვითარებისათვის საჭირო და აუცილებელი: 
ევროპის წამყვანი სასკოლო ავეჯის მწარმოებელი კომპანიების მიერ შემოთავაზებული თანამედროვე ინვენტარი. სასწავლო პროცესისადმი საჭირო თანამედროვე ტექნიკა. მხოლოდ ეკოლოგიური სერტიფიკატის მქონე სათამაშოები. ფუნქციურიუნარ-ჩვევების განმავითარებელი სასწავლო რესურსი. მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა. სახვითი ხლოვნების სახელოსნო, სადაც გამოიყენება ბუნებრივი თიხა და ნატურალური საღებავები, რომელიც დამზადებულია მხოლოდ საკონდიტრო მინარევებისაგან. სპორტული დარბაზი საცოცი და შვედური კედელით, სად...აც ბავშვებს უტარდებათ გამაჯანსაღებელი ფიზკულტურის და ცოცვის გაკვეთილი. დასვენებისა და რელაქსაციის ოთახი. საძინებელი ორთოპედიული ლეიბებით, რაც მეტად მნიშვნელოვანია ბავშვის ხერხემლის სწორი განვითარებისათვის.

საბავშვო ბაღი თქვენი პატარებისათვის გთავაზობთ: 
თბილ,უსაფრთხო ეკოლოგიურად სუფთა კეთილგანწყობილ გარემოს, სადაც სასწავლო პროგრამა შედგენილია ბავშვის ნიჭისა და ხასიათის თავისებურებების გათვალისწინებით. ყოველა ასაკობრივ ჯგუფებთან მუშაობს პედაგოგი, ფსიქოლოგი და ძიძა, რომელთაც გავლილი აქვთ სპეციალური მომზადება. 

ბაღში დღის განმავლობაში გათვალისწინებულია სამჯერადი კვება. კერძები მზადდება მაღალი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით. 
კვების რაციონს განსაზღვრავს დიეტოლოგი, სადაც დაცულია ბავშვის ჯანმრთელობისათვის საჭირო დღიური კალორიების რაოდენობა. 
ბაღს 24 საათის განმავლობაში იცავს დაცვის სამსახური. მშობლებს შეუძლიათ "ონლაინ" ადევნონ თვალყური სასწავლო პროცესს.

საბავშვო ბაღი მუშაობს 09:00-19:00საათამდე. 

თუ ჩვენს ბაღში ბავშვის მოყვანა გსურთ და არ ხართ დარწმუნებული, მოეწონება თუ არა პატარას ახალი გარემო, გთავაზობთ მოსახერხებელ პირობას: შეგიძლიათ თქვენი შვილი 5 დღის განმავლობაში უფასოდ ატაროთ ბაღში და შემდეგ მიიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება.

საფასური და გადახდის პირობები

სრული დღე ერთ ბავშვზე
ერთიანი გადახდა 5500 ლარი
ორ ეტაპად გადახდა 5800 ლარი (2900+2900)
ყოველთვიური გადახდა 650 ლარi

ნახევარი დღე ერთ ბავშვზე 
ერთიანი გადახდა ნახევარ დღეზე 4250 ლარი
ორ ეტაპად გადახდა ნახევარ დღეზე 4500 ლარი (2250+2250)
ყოველთვიური გადახდა 500 ლარი

სრული დღე ორ ბავშვზე
ერთიანი გადახდა 9900 ლარი 
ორ ეტაპად გადახდა 10500 ლარი (5250 +5250)
ყოველღვიური გადახდა 1170 ლარი

ნახევარი დღე ორ ბავშვზე
ერთიანი გადახდა ნახევარ დღეზე 7600 ლარი
ორ ეტაპად გადახდა 8100 ლარი (4050+4050)
ყოველთვიური გადახდა 900 ლარი

მეგობრული და კორპორატიული შეთავაზება
სამი და მეტი ბავშვის ერთად მოსვლის შემთხვევაში

სრული დღე
ერთიანი გადახდა 4650 ლარი
ორ ეტაპად გადახდა 4900 ლარი (2450+2450)
ყოველთვიური გადახდა 5500 ლარი

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
19/12/2017
S
Saba Chikviladze
S

თეგები