რადიო იმედი

რადიო
5
(1 შეფასება)
თბილისი, ა. ბელიაშვილის ქ. 8

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: არ მუშაობს კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

„რადიო იმედი“ – პირველი დამოუკიდებელი რადიოსადგური საქართველოში, რომელიც საინფორმაციო ფორმატით 2001 წლის დეკემბრიდან, FM 105,9 მეგაჰერც სიხშირეზე 24 საათის განმავლობაში მაუწყებლობს.

2003 წლის 17 დეკემბრიდან „რადიო იმედი“ ფარავს საქართველოს მთელს ტერიტორიას, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩათვლით; ჩვენ გვისმენენ საინგილოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში.

„რადიო იმედი“ ძირითად აქცენტს საინფორმაციო გამოშვებებზე აკეთებს; დილის 7 საათიდან ღამის პირველი საათის ჩათვლით – ყოველ ნახევარ საათში – ოპერატიული, ობიექტური და დეტალური ინფორმაცია ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებზე.

„რადიო იმედის“ მსმენელი თავად ღებულობს მონაწილეობას საავტორო თოქ-შოუებში, რომლებიც პროფესიონალ ჟურნალისტებს მიჰყავთ; თემები მრავალფეროვანია – პოლიტიკა, ეკონომიკა, კულტურა, სოციალური საკითხები და საზოგადოებრივი პრობლემები.

„რადიო იმედი“ სპორტის მოყვარულებს ყოველ საათში ერთხელ აცნობს სპორტულ სიახლეებს.

„რადიო იმედი“ მსმენელს მრავალფეროვან და საინტერესო შემეცნებით გადაცემებს სთავაზობს.

„რადიო იმედი“ საშუალებას გაძლევთ – იყოთ პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების მთავარი მოვლენების ეპიცენტრში.
იყავით „რადიო იმედის“ ერთგული მსმენელი – „ვუსმენთ ერთმანეთს“!

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
08/05/2018
S
Saba Chikviladze
S