ქისა

საჩუქრები | სუვენირები
5
(1 შეფასება)
თბილისი, მ. ჯავახიშვილის ქ. 12

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-19:00 შაბ: 10:00-19:00 კვ: 10:00-19:00

გადახდის ტიპი

bank-transfer master-card visa

ქისა არის, შპს ქისა, საიდენტიფიკაციო კოდი: 405202560
ჩვენი ვებ გვერდია:qissa.ge

ჯერ კიდევ ორი წლის წინ გაჩნდა იდეა შექმნილიყო სივრცე, რომელიც თანაბრად საინტერესო იქნებოდა მომხმარებლისთვის და ქართველი მეწარმეებისთვის. თანდათან უფრო მეტად აქტუალური გხდა “ქისას” მსგავსი სივრცის არსებობა ჩვენს ქალაქში. ქართველი სტარტაპერებისთვის,  მეწარმეებისა და ხელოვანებისთვის მნიშვნელოვანია და საციცოცხლოც მომხმარებელთან მუდმივ კავშირზე ყოფნა, ამისათვის კი საჭირო იყო მუდმივმოქმედი ექსპოზიცია და მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ფასები.  

 

თუ მომხმარებელი თავს იკავებდა სოციალური ქსელით სასურველი ნივთის შეძენაზე დღეს მათ ააქვთ შესაძლებლობა გალერეა “ქისას” ესტუმრონ.  ჩვენს გალერეაში 80 ზე მეტი სხვადასხვა ავტორის ნამუშევარია თავმოყრილი, რაც დიდი არჩევანის საშუალებას იძლევა.

 

დღესდღეობით  ხელნაკეთთა გალერეა “ქისა” ფლობს ორ სივრცეს ერთს თბილისში და ერთსაც ბათუმში.  ვისაც სურვილი აქვს შეიძინოს ქართველი ავტორების მიერ შექმნილი ნივთები, აქსესუარები და სხცა ყოველდღიური მოხმარების ნივთები, ასევე თანამედროვე ხელოვნების  ნიმუშები - ეს გალერეა ყველასათვის თანაბრად საინტერესოა.

 

გალერეა და ავტორები შეთანხმდნენ, რომ “ქისას” ქსელი იქნებოდა სივრცე, რომელიც მომხმარებელს წარუდგენს თავის  ნამუშევრებს ხელმისაწვდომ ფასად, უფრო მეტიც,  შექმნის ჯანსაღ პრეცენდენტს, რათა ქართველმა მომხმარებელმა შეიძინოს ადგილობრივი ნაწარმი და ამით მხარი დაუჭიროს ხარისხიან ქართულ წარმოებას საქართველოში.

 

 

გალერეათა ქსელ “ქისაში”აქცენტი კეთდება შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებაზე, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ტურიზმისა და კულტურის სფეროს დახვეწასა და ეკონომიკური გაძლიერებისთვის. 

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
09/02/2018
S
Saba Chikviladze
S

თეგები