პური ზანდური

საკონდიტრო | საცხობი
5
(1 შეფასება)
თბილისი, ხიზაბავრის ქ. 16ა

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-20:00 შაბ: 10:00-20:00 კვ: 10:00-20:00

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

პური ზანდური არის, შპს ზანდური, საიდენტიფიკაციო კოდი: 405083010
"ზანდურის" ისტორია ჩვენს ტექნოლოგს უკავშირდება, რამდენიმე წლის განმავლობაში ის დაჟინებით ცდილობდა ბაზარზე ეპოვნა ჯანსაღი პური, რომელიც სასარგებლო იქნებოდა ყველა თაობის მომხმარებლისათვის. 
უშედეგო ძებნის შემდეგ, გადაწყვიტა თავად შეექმნა გემრიელი და სასარგებლო პური. ტექნოლოგიაზე მუშაობა რამდენიმე წელს გაგრძელდა და შედეგად შეიქმნა და დაიხვეწა პურის ცხობის უძველესი ქართული ტრადიცია "პურის დედოზე", რომელსაც ხშირად ხაშის პურსაც ეძახიან. "ზანდურის" პური სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ბაზარზე, მაგრამ უკვე შეძლო ჯანსაღი და ხარისხიანი პურის მოყვარულების გულის მოგება და უამრავი ერთგული მომხმარებელიც შეიძინა. "ზანდურის" ცხობის პროცესში საფუარად გამოიყენება ძველი ტრადიციული მეთოდით დამზადებული სვიის ნაყენისა და ალაოსაგან მიღებული ბუნებრივი საფუარი ე.წ "პურის დედო", რაც ჩვენი პურის განსაკუთრებულ გემოს და არომატსაც განსაზღვრავს. “ზანდურის“ თეთრი პური იწარმოება ხორბლის პირველი ხარისხის არავიტამინიზირებული ფქვილისაგან. "ზანდურის" ცეხვილი და ქატოს პური კი მზადდება ნატურალური თაფლით. 
„ზანდურის“ საცხობში მიმდინარეობს მუდმივი ხარისხის კონტროლი და პურის ცხობის პროცესიც წარმოებს თანამედროვე ჰიგიენური სტანდარტების შესაბამისად. 
"ზანდური" ცხვება ქართულ, ტრადიციულ შეშის ფურნეში რცხილის და წიფელის შეშაზე. 

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
25/02/2018
S
Saba Chikviladze
S

თეგები