ფაბი "ნალი"

პაბი | ლუდხანა
5
(1 შეფასება)
თბილისი, ლ. ქიაჩელი ქ. 4/1

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 15:00-03:00 შაბ: 15:00-03:00 კვ: 15:00-03:00

გადახდის ტიპი

bank-transfer cash maestro master-card visa
ხმაურის დონე მაღალი
დაჯავშნა
Wi-fi

ნამდვილი ირლანდული პაბი პირდაპირ საქართველოს დედაქალაქის ცენტრში, განლაგებული ვერის რაიონში, ჰოტელ "რედისონთან" ახლოს. სავსებით შესაძლოა გახდეს საწყისი წერტილი მეგობრებთან ერთად მხიარული ღამის გატარების დროს. 

 

დაწესებულების მენიუ შეიცავ ევროპული და ქართული სამზარეულოების ფართო არჩევანს. ვერ იტყვი რომ ეს არის საუკეთესო საჭმელი ქალაქში, მაგრამ პაბისთვის კერძების ხარისხის და მათი ფასის შესაბამისობა საკმაოდ კომფორტულია. სტუმრები აქ მოდიან უპირველეს ყოვლისა იმისთვის რომ დაისვენონ მეგობრების წრეში, მიირთვან ალკოჰილური სასმელები. რაც შეეხება ფასებს, დედაქალაქის სტანდართების მიხედვირ ძალზე მაღალია. თუმცა ლუდზე არის 30 პროცენტიანი ფასდაკლება ყოველ დღე 16 -19 საათამდე.

 

როგორც თბილისის უმეტეს დაწესებულებაში, ბარი "ნალი" არ გამოყოფს ცალკე დარბაზს არამწეველთა სტუმრებისთვის, ამიტომ აქ როგორც წესი ძალიან კვამლიანი ადგილია. ეს ადგილი ძალიან პოპულარულია ადგილობრივ მაცხოვრებელთა შორის, და ტურისტებთან ან უცნობებთან საუბრის გაბმა აქ არ უყვართ. ოდნავ მოუქნელი მომსახურება კომპენსირებულია არაჩვეულებრივი, საოცარი "ცოცხალი " მუსიკით, რომელსაც ადგილობრივი მუსიკალური ჯგუფები ასრულებს ყოველდღე. ორშაბათიდან ოთხშაბათამდე გამოდის ჯგუფი "ზარები", ხუთშაბათიდან კვირამდე - ჯგუფი "ნალი". 

 

ბარს ერთდროულად სამოცდაათი ადამიანის მიღება შეუძლია ერთ დარბაზში. დაწესებულება გაფორმებულია საუკეთესო ირლანდიურ ტრადიციებში, მწვანე ფერის ჭარბობით, ხის ავეჯითა და რბილი განათებით. სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ უფასო Wi-Fi, უფასო პარკინგით და აქვთ შესაძლებლობა გადაიხადონ ანგარიში პლასტიკური ბარათის მეშვეობით. ბარი ღიაა ყოველდღე დღის 15 საათიდან ღამის 3 საათამდე. 

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
03/11/2017
C
Constantine Caava
C

თეგები