პრიმა პლიუს

სამშენებლო კომპანიები
5
(1 შეფასება)
თბილისი, ხიზაბავრის ქ. 1

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: 10:00-18:00 კვ: 10:00-18:00

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

“Prima group”-ი დაარსდა 2000 წელს. დაარსების დღიდან კომპანია დაკავებულია სამშენებლო მასალების წარმოებითა და იმპორტით. იგი წარმატებით ოპერირებს და მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქართულ სამშენებლო მასალების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ხარისხიანი პროდუქციის წარმოებით. მიღწეულმა შედეგმა და კმაყოფილმა მომსმარებელმა, მოგვცა სტიმული, რომ “Prima group’’ -ის საქმიანობა გავაფართოვოთ, უფრო სრულყოფილი, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი გავხადოთ.

2018 წლიდან, კომპანია “Prima group“-ი აქტიურად შემოდის საქართველოს დეველოპერულ ბაზარზე, როგორც სამშენებლო კომპანია ,,პრიმა პლიუსი” (PRIMA PLUS) და ახორციელებს მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის „გლდანის ბრილიანტის’’ მშენებლობას გლდანში (ხიზაბავრის N1 მიმდებარედ).

,,პრიმა პლიუსი”-ის ახალი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი „გლდანის ბრილიანტი“ მოიცავს 4 ბლოკიან საცხოვრებელ კორპუსს, რომელიც განთავსდება 6 600 კვ.მ-ზე, მოიცავს 400-ზე მეტ საცხოვრებელ ბინას, სავაჭრო და საოფისე ობიექტებს, ტერასაზე გაშენებულ ბაღს, კეთილმოწყობილ და გამწვანებულ სარეკრეაციო ზონას.

მშენებლობისთვის ვიყენებთ ისეთ ნოვატორულ სამშენებლო მეთოდოლოგიებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენი შენობის მდგრადობას, ენერგოეფექტურობასა და მაღალ ხარისხის.

მონოლითური რკინა ბეტონის კარკასული კონსტრუქცია უზრუნველყოფს შენობის სეისმურ დაცვას არანაკლებ 9-10 ბალისა.

კომპანიის მიზანია შექმნას ხარსხზე ორიენტირებული, მომხმარებლებისთვის კომფორტული და კეთილმოწყობილი მრავალსართულიანი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი.

მაქსიმალური კომფორტისთვის, კომპანია მომხმარებლებს თავაზობს, მაღალი ხარისხის, კომფორტული და ხარისხიანი ცხოვრების ახალ სტანდარტს. ჩვენთვის ფასეულია ის, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი მომხმარებლებისთვის. ოპტიმალური დაგეგმარების ხარჯზე, შესაძლებელია სასურველი ფართის მქონე ბინის შეძენა, ხელმისაწვდომი ფასითა და გადახდის ოპტიმალური პირობით.

პროექტი „გლდანის ბრილიანტის“ ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, სწორედ თანამედროვე, ენერგოეფექტური კომპონენტების გამოყენებაა, რითაც 30%-მდე ენერგოეფექტურობა მიიღწევა და შესაბამისად კომუნალური ხარჯები მცირდება.

კომპანიის პროფესიონალიზმით გამორჩეული გუნდი ყოველთვის მზადაა ნებისმიერ მომხმარებელთან ურთიერთობისათვის, რადგან ჩვენთან ყოველი დეტალი ღია, გამჭვირვალე, ცნობილი და ხელმისაწვდომია თქვენთვის, შედეგად თქვენ ყოველთვის ფლობთ ამომწურავ ინფორმაციას და უშუალო მონაწილე ხართ თქვენივე სახლის მშენებლობაში.

გარდა, ზემოაღნიშნული მახასიათებლებისა, ერთ-ერთი მთავარი რაც საქართველოს ბაზარზე არსებულ პრობლემას წარმოადგენდეს არის დაუმთავრებელი შენობები, მოტყუებული მომხმარებლები და ხარისხზე გაკეთებული ეკონომია. თუმცა, კომპანია გარანტირებულად სთავაზობს თავის მომხმარებელს მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის დათქმულ ვადაში დასრულებას. შემოთავაზებული გარანტია მომდინარეობს პროექტის „გლდანის ბრილიანტი“ სრული თვითინვესტირებიდან, რაც გულისხმობს კომპანიის მიერ სამუშაოების წარმოებას ბანკთან არსებული საკრედიტო ვალდებულების გარეშე.

თქვენი ინტერესები და საკუთრების უფლება ჩვენთან დაცულია!

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
28/07/2018
S
Saba Chikviladze
S