პრემიუმ ფუდსი

დისტრიბუცია
5
(1 შეფასება)
თბილისი, ა. წერეთლის გამზ. 116

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: 10:00-18:00 კვ: 10:00-18:00

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

პრემიუმ ფუდსი არის, შპს პრემიუმ ფუდს, საიდენტიფიკაციო კოდი: 405096060
ჩვენი ვებ გვერდია:premiumfoods.ge 
 

ჩვენ შესახებ

შპს „პრემიუმ ფუდს“ დაარსდა საქართველოში 2005 წელს ქართველი და ლატვიელი ბიზნეს პარტნიორების მიერ. ამჟამად კომპანია ფუნქციონირებს, როგორც იურიდიული პირი საიდენტიფიკაციო კოდით 405096060. კომპანია ახორციელებს საქონლის იმპორტს ევროპიდან, რომელიც უმეტესად გათვლილია საქართველოს ბაზარზე. იმპორტირებული პროდუქტებს შორისაა: ყველი, ხორცი, თევზი, პასტა, სოუსები, წვენები, გაყინული ქათამი, ორაგული, ხიზილალა და ა.შ. ჩვენ ადგილობრივ პარტნიორებს შორის არიან: ჰიპერმარკეტები: კარფური, გუდვილი; სუპერმარკეტები: სმარტი, ფრესკო, სპარი; სასტუმროები: შერატონი, რედისონი, ჰოლიდეი ინ, ამბასადორი, მერიოტი. ... და ყველაზე პოპულარული კაფეები, ბარები და რესტორნები.

ჩვენი მისია

ჩვენი კომპანიის მისია გამოხატავს ჩვენი კომპანიის დანიშნულებას და აწესებს სტანდარტებსა და ფასეულობებს, რომელსაც ეფუძნება ჩვენი საქმიანობა. კომპანიის მისიის საფუძველზე განვსაზღვრავთ მიზნებსა და სამოქმედო გეგმებს. ჩვენი კომპანიის მისია ვლინდება რამდენიმე მიმართულებით:

  • • განახორციელოს უმაღლესი ხარისხის უცხოური პროდუქციის იმპორტი საქართველოში, რათა მომხმარებლებს ხელი მიუწვდებოდეთ მსოფლიოში ცნობილი კომპანიების პროდუქტებზე.
  • • კლიენტებზე ორიენტირებული საქმიანობის გზით მთთან ჩამოაყალიბოს ხანგრძლივი და ლოიალური ურთიერთობები.
  • • ჩამოაყალიბოს გრძელვადიანი, ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობები უცხოელ მომწოდებლ კომპანიებსა და ადგილობრივ პარტნიორებთან.
  • • მიაღწიოს სასურველ ბიზნეს შედეგებს და გაზარდოს საკუთარი კაპიტალი.

მიზნები

1. დავიკაოთ კონკრეტული საბაზრო ნიშა და გავზარდოთ ერთგულ მომხმარებელთა რაოდენობა;

2. მომხმარებელს შევთავაზოთ კონკურენტებზე მაღალი ხარისხის პროდუქცია შესაბამის ფასად;

3. სისტემატურად გავზარდოთ ბაზარზე მიწოდებული პროდუქციის ასორტიმენტი და რაოდენობა;

4. მოვიზიდოთ მსოფლიოს მოწინავე ბრენდები და მათი პროდუქცია შევთავაზოთ მომხმარებელს ექსკლუზიურად;

5. ავითვისოთ ბაზარი როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში.

ხედვა

  • • ჩვენი კომპანიის ბიზნეს საქმიანობა უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის პრინციპებს და შესაბამისობაში უნდა იყოს კანონმდებლობასთან;
  • • ჩვენ უნდა ვიყოთ სანდო პარტნიორი ჩვენი კლიენტებისა და მომწოდებლებისთვის;
  • • მუდმივად ორიენტირებული უნდა ვიყოთ უმაღლეს ხარისხზე.

კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა

კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენი ბიზნეს მოდელის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. მომხმარებლებთან მიმართებაში ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა ვლინდება შემდეგნაირად:
 

  • - ჩვენ მიერ მომხმარებლებისთვის მიწოდებული პროდუქცია არის უმაღლესი ხარისხის, არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ მიკრო ორგანიზმებს და არ ვნებს ადამიანის ჯანმრთელობას;
  • - მომხმარებელს ვთავაზობთ ბიო პროდუქტების ფართო არჩევანს;
  • - ვითვალისწინებთ რა, რომ ჩვენი პროდუქცია ნაკლებად ხელმისაწვდომია დაბალშემოსავლიანი მომხმარებლებისთვის, პერიოდულად ვაწყობთ ფასდაკლებებს აქციას გარკვეულ პროდუქტებზე. კომპანია ასევე ზრუნავს საკუთარი თანამშრომლების კეთილდღეობაზე და სთავაზობს მათ კონკურენტულ ანაზღაურებას, ფიქსირებულ სამუშაო დროს, წამახალისებელ ბონუსებს, მეგობრულ სამუშაო გარემოსა და სხვადასხვა სოციალურ შეღავათებს.

 

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
14/02/2018
S
Saba Chikviladze
S