ფარმაგიდი

აფთიაქი
5
(1 შეფასება)
თბილისი, ვ. ფშაველას გამზ. 6

ჩვენ შესახებ

მუშაობს ყოველდღე 24 საათით

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

ფარმაგიდი არის, შპს გეა, საიდენტიფიკაციო კოდი: 201951209
ჩვენი ვებ გვერდია: gea.com.ge
კომპანია GEA – ფარმაცევტული პროდუქტების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი და დისტრიბუტორია ამიერკავკასიის რეგიონში. კომპანია დაარსდა 1995 წელს და სტაბილურად და წარმატებით ფუნქციონირებს  უკვე 20 წელია.

თავდაპირველად,  GEA შეიქმნა როგორც ევროპული მედიკამენტების სადისტრიბუციო ბაზა, რომელიც იმ ეტაპზე ახორციელებდა უპირატესად პოლონური მედიკამენტების რეგისტრაციას, იმპორტს და დისტრიბუციას. პოლონეთის საელჩოს მიერ GEA აღიარებული იქნა, როგორც პოლონური პროდუქციის უმსხვილესი ექსპორტიორი საქართველოში.

GEA არის დინამიურად განვითარებადი ფარმაცევტული კომპანია, რომელიც მუდმივად აფართოვებს პროდუქციის ასორტიმენტს. დღეს ის არის არაერთი ევროპული ქვეყნის (პოლონეთი, საფრანგეთი, ფინეთი, იტალია, გერმანია, კანადა)  18 ფარმაცევტული ქარხნის ოფიციალური პარტნიორი და დისტრიბუტორი ამიერკავკასიის რეგიონში. კომპანიის პორტფოლიოში არის 400-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი, ბიოლოგიურად აქტიური დანამატები, ქირურგიული ერთჯერადი სახარჯი მასალები და კოსმეტიკური საშუალებები.

2005 წლიდან კომპანია ახორციელებს მარკეტინგულ აქტივობას საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში და ჰყავს საკუთარი წარმომადგენლების ჯგუფები აღნიშნულ ქვეყნებში.

2008 წელს GEA-მ დააარსა სააფთიაქო ქსელი „ფარმაგიდი“, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს   მედიკამენტების, ჰიგიენის, კოსმეტიკის, დედათა და ბავშვთა მოვლის საშუალებების ფართო ასორტიმენტს. პროფესიონალი ფარმაცევტების  დახმარებით, „ფარმაგიდში“ მომხმარებელი ღებულობს კვალიფიციურ საკონსულტაციო მომსახურებას.

ბოლოს 2013 წელს კომპანიაში კიდევ ერთხელ განხორციელდა სრული სტრუქტურული რეორგანიზაცია, რომელმაც შეუწყო ხელი კომპანიის უფრო კოორდინირებულ და ეფექტურ მუშაობას. შეიქმნა ასორტიმენტის განვითარების განყოფილება, რომელმაც არაერთი ახალი საინტერესო და ინოვაციური ფორმულა შესთავაზა ამიერკავკასიის ფარმაცევტულ ბაზარს. აღნიშნულ განყოფილებაში სხვადასხვა სამედიცინო დარგის მედიცინის დოქტორების მიერ ხდება თანამედროვე მკურნალობის სიახლეების და სამედიცინო კვლევების მუდმივი მონიტორინგი და ახალი თაობის სამკურნალო საშუალებების შერჩევა.

GEA 2014 წლის 26 სექტემბერს ხარისხის მართვის საერთაშორისო სერთიფიკატის ISO 9001:2008 მფლობელი გახდა, რაც გულისხმობს სასაწყობე და სადისტრიბუციო სერვისების ხარისხის მუდმივ კონტროლს და სამუშაო პროცესებისა და რესურსების ეფექტურ განვითარებას. სერტიფიცირებისთვის შერჩეულ იქნა კომპანია SAI GLOBAL-GEORGIA LTD.

კომპანიისათვის, სადისტრიბუციო თვალსაზრისით, სასაწყობე სისტემა ერთერთი მნიშვნელოვანი რგოლია. დღესდღეობით, GEA ფლობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისს საწყობს, რომლის მშენებლობაც დასრულდა 2016 წლის მარტში. საწყობში შექმნილია პირობები ყველანაირი ტემპერატურული რეჟიმის მქონე პროდუქციის შენახვისათვის.

 

კომპანიის ფილოსოფია:

GEA აცნობიერებს და პასუხისმგებლობას იღებს პაციენტების, ექიმების, და ყველა მომხმარებლის წინაშე, რომელიც იყენებს  მის პროდუქციას.

კომპანიისათვის უმნიშვნელოვანესია თითოეული მომხმარებლის აზრი და შენიშვნა, იგი მიმართულია მუდმივი მაღალი ხარისხის მომსახურეობის შენარჩუნებაზე. GEA -ს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები მუდმივად აგროვებენ და აანალიზებენ ინფორმაციას ექიმებისა და პაციენტებისგან  ფარმაკოვიჯილენსის კუთხით და აწვდიან აღნიშნულ ინფორმაციას მწარმოებლებს, ვინაიდან  თვითოეული პაციენტის ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია.

GEA უზრუნველყოფს თანამშრომლების უსაფრთხო და სასურველ სამუშაო გარემოს და პერმანენტულად ზრუნავს მათ პროფესიონალურ ზრდაზე. კომპანიაში ურთიერთობები დაფუძნებულია ეთიკურ პრინციპებზე. კომპანიის მუდმივი სწრაფვა  ხარისხის გაუმჯობესებისათვის საშუალებას აძლევს ყოველ მის თანამშრომელს ჩართული იყოს უწყვეტი განვითარების პროცესებში, რაც სრულ შესაბამისობაში მოდის ISO-ს სტანდარტებტან.

GEA -სთვის უმნიშვნელოვანესია პარტნიორებთან  კეთილსინდისიერი და სტაბილური ურთიერთობა.

GEA გამოირჩევა მაღალი პასუხისმგებლობით იმ საზოგადოების წინაშე, რომელშიც არსებობს და მოღვაწეობს და ყოველთვის უზრუნველყოფს მომხმარებელს მაღალი ხარისხის პროდუქციით.

GEA ნერგავს ახალ ინოვაციურ პროდუქტებს ამიერკავკასიის ბაზარზე. კომპანიის მიზანია-მოამარაგოს სამედიცინო სფერო მხოლოდ იმ პროდუქტებით, რომლებიც შეესაბამება ხარისხის უმაღლეს სტანდარტებს და აუმჯობესებს მოსახლეობის სიცოცხლის ხარისხს.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
12/12/2017
S
Saba Chikviladze
S