პალიტრა მედია

სტამბა | გამომცემლობა
5
(1 შეფასება)
თბილისი, თ. იოსებიძის ქ. 49

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: არ მუშაობს კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

პალიტრა მედია არის, შპს პალიტრა მედია, 

ასე დაიწყო...

1995 წლის 18 აპრილს დაიბეჭდა გაზეთ „კვირის პალიტრის“ პირველი ნომერი. მას საფუძვლად დაედო საზოგადოების დიდი სურვილი საქართველოში ყოფილიყოობიექტური, სამართლიანი და მიუკერძოებელი ბეჭდური მედია. სწორედ ეს იყო დიდი ისტორიის დასაწყისი.
22 წლის მანძილზე პალიტრის გუნდის თავდაუზოგავმა შრომამ ერთი ბეჭდური გამოცემა აქცია საქართველოში ერთადერთ მსხვილ მულტიმედია ჰოლდინგად. 
ჩვენი მიზანი და ფასეულობები უცვლელი დარჩა, გაიზარდა მხოლოდ მასშტაბი. ამ წლების განმავლობაში დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად ბევრი სირთულე გადავლახეთ და დღეს ვამაყობთ ჩვენი მიუკორძოებლობით. ამ ყველაფერში გვეხმარება აქტიური და ერთგული მომხმარებელი, რომლის გვერდით დგომას მუდმივად ვგრძნობთ.


მისია

ჩვენ საზოგადოების ყველა ფენისა და სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებისთვის შევქმენით ცხოვრებისათვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი პოლიტიკური, ეკონომიკური, საგანმანათლებლო-შემეცნებითი, კულტურული, სპორტული და გასართობი ინფორმაციის მიღების მრავალფეროვანი შესაძლებლობა: ბეჭდვითი, ინტერნეტ, რადიო და სატელევიზიო მედიისა და საგამომცემლო საქმიანობის გამოყენებით.

ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ საკუთარი საქმიანობის მარკეტინგული მხარდაჭერის მრავალფეროვან, სწრაფ, კომპლექსურ და ეფექტურ საშუალებებს . 

 

  • დღესდღეობით ,,პალიტრა მედია’’ აერთიანებს 3 ყოველკვირეულ გაზეთს, 3 ყოველკვირეულ ჟურნალს, 8 პერიოდულ ჟურნალს, 20-ზე მეტ ინტერნეტპორტალს, რადიოს, ტელევიზიას, საინფორმაციო სააგენტოსა და ლიტერატურის საგამომცემლო სახლს.
  • ჩვენი ბეჭდური მედიის მკითხველთა და ინტერნეტპორტალების ვიზიტორების რაოდენობა ყოველთვიურად 10 მილიონს აღემატება.
  • "პალიტრა მედია" აერთიანებს წიგნების საცალო გაყიდვების ქსელს მთელ საქართველოში.
  • ვბეჭდავთ მულტიპროფილური მაღალტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვილ სტამბში.
  • ჩვენი ჰოლდინგის ნაწილია სარეკლამო, ინტერნეტკომერციისა და ვებგანვითარების კომპანიები.
  • მედიაჰოლდინგის პროფესიონალთა გუნდი 1 800-ზე მეტი თანამშრომლისგან შედგება, რომელიც 22 წელზე მეტია ქმნის მაღალხარისხიანი პროდუქტებისა და მომსახურების ფართო სპექტრს ასიათასობით მომხმარებლისთვის.

 

ჩვენი ფასეულობები

  • სიტყვის თავისუფლება და ჟურნალისტური ეთიკის პრინციპების დაცვა
  • ინფორმაციის აქტუალურობა, მიუკერძოებლობა და ოპერატიულობა
  • მომხმარებლის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება
  • საქმისადმი ერთგულება, გუნდურობა და მაღალი პროფესიონალიზმი
  • ინოვაციურობა, დინამიკურობა და პროგრესულობა
  • მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა
მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
12/01/2018
S
Saba Chikviladze
S

თეგები