ოთახი ეზოში

იოგა
5
(1 შეფასება)
თბილისი, გ. ქიქოძის ქ. 16

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-19:00 შაბ: 10:00-19:00 კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

cash

ახალი სივრცე ბავშვებისთვის

არსებული სივრცე შექმნილია, ადრეული განვითარების სპეციალისტებისა და ფსიქოლოგების მიერ ბავშვებში სოციალურ-ემოციური და შემოქმედებითი უნარების განვითარების მიზნით. თვითოეულ პროგრმას ხელმძღვანელობს დარგის სპეციალიტი: ქორეოგრაფი, იოგას ინსტრუქტორი, ფსიქოლოგი, ხელოვნებათმცოდნე

· იოგა ბავშვებისა და მშობლებისთვის: იოგას საბაზისო კურსი განკუთვნილია 6 წლიდან ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის. სურვილისამებრ შესაძლებელია, როგორც ცალკე მშობლების ასევე ცალკე ბავშვების ჯგუფებში ჩართვა. იოგას კურსის მიზანია, ბავშვებსა თუ მათ მშობლებს მისცეს განტვირთვის, საკუთარი სხეულის შეცნობის, სივრცეში ორინეტაციისა და გუნდურობის განცდის საშუალება

· სოციალურ-შემოქმედებითი აქტივობები: ბავშვები ეცნობიან თანამედროვე და კლასიკური ხელოვების ნიმუშებს, ახორციელებენ ჯგუფურ დავალებებს, ერთვებიან შემოქმედებით და სამოქალაქო აქტივობებში. სოციალურ-შემოქმედებითი წრის მიზანია, ხელი შეუწყოს ბავშვებში ადრეული ასკიდანვე ისეთი უნარების განვითარებას როგორიცაა: ურთერთპატივისცემა, თავდაჯერებულობა, გაზიარება, ტოლერანტობა, ემოციების მართვა, სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება. პროგრამა გათვლილია 3 დან 10 წლამდა ასაკობრივი ჯგუფების ბავშვებისთვის

· მსოფლიოს ხალხთა ცეკვები: ხალხური ცეკვები, რომელიც მუსიკის თანხლებით და სახასიათო მოძრაობებით სრულდება, მონაწილეს საშუალებას აძლევს მოცემული ერის თავისებურებების შეცნობაში. ცეკვის გაკვეთილების მეშვეობით ვითარდება, სივრცთი აღქმის, დახვეწილი მოძარობის, კოორდინაციის და წონასწორობის უნარები. ცეკვის წრე გათვლილია 7 წლიდან ბავშვებისთვის და შესაბამისად ნებისმიერი ასაკის უფროსისთვის

· თოჯინების თეატრი და თოჯინების შექმნა: წრის მიზანია, ასწავლოს ბავშვებს სხვადსხვა ტიპის თოჯინებისა და სათამაშო დეკორაციების კეთება

თითოეული პროგრმა მოიცავს კვირაში ერთხელ ერთ საათიან აქტივობას. შესაძლებელია როგორც მხოლოდ ერთ პროგრამაზე ასევე რამდენიმეზე ერთად დარეგისტრირება

ასაკობრივი ჯგუფები: 3-5; 5-7; 7-10 წლის ბავშვები; ნებისმიერი ასაკის მშობლები

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ჩვენს ფბ-გვერდის „ოთახი ეზოში“ მან დაგვირეკეთ: 555970274

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
02/08/2018
S
Saba Chikviladze
S