ოპტიკის სამყარო

ოპტიკის მაღაზია
5
(1 შეფასება)
თბილისი, თამარ მეფის გამზ. 14

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-21:00 შაბ: 10:00-21:00 კვ: 10:00-21:00

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

„ოპტიკის სამყარო“ წარმოადგენს ოპტიკის მაღაზია-სალონების ქსელს , რომელიც დაარსდა 2014 წ. მას შემდეგ კომპანია წარმატებით ახორციელებს საქმიანობას ქართულ ბაზარზე და გვთავაზობს მზის სათვალეების, ოპტიკური ჩარჩოების, ოპტიკური მინების, კონტაქტური და ფერადი ლინზების , ლინზის შესანახი სითხეების და აქსესუარების ფართო არჩევანს.

რამდენიმეწლიანმა გამოცდილებამ და ნაყოფიერმა შრომამ კომპანიას მისცა შესაძლებლობა ახალი ურთიერთობები დაემყარებინა იმპორტიორებთან , რის შედეგადაც ახორციელებს პროდუქციის იმპორტს , ისეთი ქვეყნებიდან , როგორიცაა ბელგია, ჩინეთი . წარმატებით თანამშრომლობს ლიტვურ და აზერბაიჯანულ კომპანიებთან.

მაგრამ უნდა გვახსოვდეს ოპტიკა ეს არ არის მხოლოდ სათვალეების შეკვეთა. ერთ - ერთი მიმართულება კომპანიის საქმიანობის არის თვალის დიაგნოსტიკა. ჩვენთან დასაქმებული არიან დიდი გამოცდილების მქონე ექიმი- ოფთალმოლოგები . ვფლობთ თანამედროვე სამედიცინო აპარატურას , რის შედეგადაც ჩვენთან ხდება კონსულტაციების მიღება და რთული ასტიგმატური ნომრების დადგენა.

ჩვენი საქმიანობის ჩამონათვალში შედის აგრეთვე სათვალეების დამზადება , რომელიც მნიშვნელოვანია ოპტიკური სალონის მუშაობაში თვალის დიაგნოსტიკის, სათვალისა და ლინზის შერჩევის შემდეგ. შეკვეთის შესრულების ხარისხზე ბევრი რამ არის დამოკიდებული: მომხმარებლის კომფორტი ახალ სათვალეებში, თვალების ჯანმრთელობა და მათი კარგი განწყობაც კი.

ვფლობთ ასევე უახლესი თაობის ციფრულ აპარატურას , რომლის დახმარებითაც ხდება ურთულესი ლინზების დამუშავება . ოპტიკის სამყაროში დასაქმებული არიან კვალიფიციური ხელოსნები დიდი ხნის მუშაობის გამოცდილებით. მათი მაღალი კვალიფიკაცია და თანამედროვე აპარატურის მოხმარების საუკეთესოდ ცოდნა უფლებას გვაძლევს შევასრულოთ ნებისმიერი სირთულის სათვალეების შეკვეთა.

გვეწვიეთ და შეარჩიეთ მუდმივად განახლებადი კოლექციიდან თქვენთვის სასურველი პროდუქცია და ჩვენ მოგაწოდებთ უმაღლესი ხარისხის მომსახურებას. ჩვენ ყოველთვის მოხარულები ვიქნებით თქვენთან შეხვედრით.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
22/04/2018
S
Saba Chikviladze
S