ოპ არტი

ავეჯის მაღაზია
5
(1 შეფასება)
თბილისი, ა. წერეთლის გამზ. 117

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-19:00 შაბ: 10:00-19:00 კვ: 11:00-16:00

გადახდის ტიპი

bank-transfer cash american-express master-card visa
შეკვეთის შესაძლებლობა
კატალოგიდან შეკვეთა
მიტანის სერვისი

ჩვენი კომპანიის, "ოპ-არტი" - ს ძირითადი საქმიანობაა ბინისა და ოფისის ნებისმიერი ავეჯის (კარები) დამზადება დამკვეთის სურვილისა და ზომების მიხედვით. თქვენს სამსახურშია დიზაინერის უფასო კონსულტაცია, სამგანზომილებიანი პროექტის შექმნა, ღირებულების გათვლა ავეჯის დიზაინის და მასალის სხვადასხვა ვარიანტის შესაბამისად.

კომპანიის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს ავეჯში ირიბხაზიანი ფორმების (რადიუსული, ტალღისებური და ა.შ.) შემუშავება და დამზადება. ეს გვაძლევს საშუალებას შევქმნათ ავეჯის ორიგინალური დიზაინი მახვილი კუთხეების გარეშე.

ჩვენ არ გვაშინებს არასწორი კედლები და კუთხეები, სხვადასხვა მილის, სვეტის, რადიუსული კედლების არსებობა ბინაში. ჩვენ ვამზადებთ ნებისმიერი კონფიგურაციის ავეჯს ნებისმიერი არასტანდარტული ზომებით.

"ოპ-არტი" გთავაზობთ მომსახურების სრულ სპექტრს: შენობის (ოთახის) აზომვას, დიზაინერის უფასო კონსულტაციას, დიზაინ-პროექტის შექმნას, მზა ავეჯის მონტაჟს.

ჩვენი კომპანიის ძირითადი მიზანია დამკვეთებთან ინდივიდუალური მუშაობა, მათი სურვილების გათვალისწინება. მოხერხებული, პრაქტიკული, უსაფრთხო ავეჯის დიზაინის შემუშავება და დამზადება.

დიზაინერის დახმარებით თქვენ შეძლებთ დააკომპლექტოთ თქვენი საკუთარი, განუმეორებელი ავეჯი, ნახოთ მისი სამგანზომილებიანი ნახაზი კომპიუტერის ეკრანზე. თქვენ ირჩევთ ფასადს, ფერს, დეკორატიულ ელემენტებს, ხოლო დიზაინერი თქვენი სურვილებისა და შენობის (ოთახის) თავისუფლების გათვალისწინებით, თქვენს თვალწინ ქმნის ავეჯის დიზაინს.

უმაღლესი ხარისხი, მოხერხებულობა და ფუნქციონირება!

ჩვენთან დამზადებული ავეჯის ექსპლუატაციის ვადა 20-25 წელია!

ჩვენთან თანამშრომლობისათვის საჭიროა გადასცეთ თქვენი სურვილები დიზაინერს. თქვენი შემდგომი ვისიტისათვის ან მაშინვე, თქვენი თანდასწრებით, იქმნება დიზაინ-პროექტი და ხდება ავეჯის საორიენტაციო ღირებულების გათვლა. თქვენ ნახულობთ პროექტს ირჩევთ ფერებს, ფურნიტურას, მოწყობილობებს. უხსნით დიზაინერს რა არ მოგწონთ და რისი შეცვლა გსურთ. თუ ავეჯის სავარაუდო ფასი თქვენთვის მისაღებია, შემდგომ თქვენთან ბინაში მოდის ჩვენი თანამშრომელი ზუსტი აზომვითი ნახაზის შესაქმნელად. უკვე ამ კონკრეტული ზომების მიხედვით ხდება პროექტის კორექტირება, ფასის გადაანგარიშება. ამის შემდგომ ფორმდება ხელშეკრულება.

ავეჯი "ოპ-არტი" - საგან მათთვის ვინც აფასებს მოდას და ხარისხს!

თქვენი სურვილები და შეკითხვები გამოგვიგზავნეთ მისამართზე op_arti@yahoo.com ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ან მობრძანდით ქ. თბილისი წერეთლის 117, მაღაზია "ოპ-არტი".

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
03/11/2017
C
Constantine Caava
C

თეგები