ნუტრილენდი

ბავშვთა კვება
5
(1 შეფასება)
თბილისი, გ. ჭყონდიდელის ქ. 87

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: 10:00-18:00 კვ: 10:00-18:00

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

კომპანია ,,ნუტრილენდი"  წარმოადგენს ბავშვთა კვების და მოვლის საშუალებების მძლავრ იმპორტიორ კომპანიას საქართველოში.

იგი დაარსდა 1995 წელს და წლების განმავლობაში წარმოადგენდა  "სლავექსი"-ს, შემდეგ კი "ნუტრიტეკი"-ს  ექსკლუზიურ დისტრიბუტორს საქართველოში. უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობისა და გამოცდილების შედეგად კომპანია გაფართოვდა და ამჟამად  წარმოადგენს  ამ სფეროს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას ჩვენს ქვეყანაში.

2010  წლიდან „ნუტრილენდი“ არის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი ბავშვთა კვების უმსხვილესი კომპანიის  „расти большой“-ს ოფიციალური შემომტანი, ხოლო 2012 წლიდან  რძის პროდუქტებისა და ბავშვთა კვების ლიდერი კომპანიის  ბელაქტი-ს  ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში.

კომპანია “ნუტრილენდი" თბილისის გარდა  ფლობს რამდენიმე რეგიონალურ საწყობს და ახორციელებს  ბავშვთა კვების დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით.

კომპანია სთავაზობს მხოლოდ საუკეთესო ხარისხის პროდუქციას. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ  კომპანია დღითიდღე უფრო იზრდება და ფართოვდება.

კომპანია “ნუტრილენდი"-ს გამორჩეულობას ბაზარზე უზრუნველყოფს:

  • კომპანიის სტაბილურობა,საიმედოობა;
  • ბიზნესის მართვის თანამედროვე ეკონომიკური ინსტრუმენტებისა და დასავლური სტანდარტების დანერგვა;
  • კომპანიის გამართული შიდა მენეჯმენტი;
  • მაღალი კომპეტენციის პროფესიონალური პედიატრიული სამსახური;
  • მრავალწლიანი სტაბილური ურთიერთობის გამოცდილება წამყვან სამედიცინო, ფარმაცევტულ და ბავშვთა კვების სადისტრიბუციო კომპანიებთან.

ყოველივე ეს სწრაფი წინსვლისა და წარმატების საწინდარია!

კომპანია “ნუტრილენდმა" რამდენჯერმე, გაიმარჯვა სახელმწიფო ტენდერში და ამარაგებს ჩვილ ბავშვთა სახლს ბავშვთა კვების პროდუქტებით.
ჩვენი მიზანი ჩვილის მომავალზე ზრუნვაა, მათი ჯანმრთელობის ხელშეწყობაა. ყველა ჩვილი უნდა იკვებებოდეს დედის რძით, ხოლო როდესაც ეს შეუძლებელია, ბიოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი საკვებით. ჯანმრთელი საზოგადოება ეფუძნება ცხოვრების ჯანსაღ  წესს, რომლის დანერგვა და ხელშეწყობაც კომპანიის უმთავრესი პრინციპია.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
02/08/2018
S
Saba Chikviladze
S