ნუგბარი

დისტრიბუცია
5
(1 შეფასება)
თბილისი, ა. ჭავჭავაძის გამზ. 34

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: 10:00-18:00 კვ: 10:00-18:00

გადახდის ტიპი

bank-transfer cash

ნუგბარი არის შპს ნუგბარი, საიდენტიფიკაციო კოდი:404905073
ჩვენ ვართ ახალი კომპანია ქართული ტრადიციული ტკბილეულის ბაზარზე. „ნუგბარი“ აერთიანებს საოჯახო მეურნეობის ტიპის საწარმოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის დაბა წნორში და მაღაზია-შოურუმს თბილისში, ბერძენიშვილის #4-ში (ვაკე). ჩვენი ძირითადი პროდუქტებია 20 სახეობის ჩურჩხელა და ქართული ტკბილეულის სასაჩუქრე ნაკრებები, რომლებიც მზადდება ჯანსაღი ინგრედიენტებითა და ტრადიციული მეთოდებით. მაღაზიაში ასევე წარმოდგენილია სხვა ქართველი მწარმოებლების ეკოლოგიურად სუფთა და ხარისხიანი პროდუქცია.

ჩვენი მთავარი ფასეულობებია მაღალი ხარისხი, პასუხისმგებლობა და პატიოსნება, ამიტომაც ჩვენთვის ეროვნული ტკბილეულის წარმოება გაცილებით მეტია, ვიდრე კომერციული საქმიანობა. ჩვენ გვჯერა, რომ ნატურალური და გემრიელი ჩურჩხელის, ჩირის, ტყლაპის, გოზინაყისა და სხვა ქართული ტკბილეულის ორგანიზებული სახით წარმოებას კარგი პერსპექტივები აქვს და ამასთანავე საკმაოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის იმიჯის თვალსაზრისით. ქართული ტკბილეული, ისევე როგორც ზოგადად ქართული სამზარეულო და კონკრეტულად კი მისი შედევრი - ჩურჩხელა, ნამდვილად არის ის ერთ-ერთი ეროვნული „საგანძური“, რითაც მსოფლიომ უნდა გაიცნოს საქართველო. საქართველოში ვაზი უხსოვარი დროიდან ხარობს, ხოლო ყურძნის ბადაგისგან ტკბილეულის დამზადება კი ეროვნული მასშტაბებით არცერთ ქვეყანაში არ ხდება საქართველოს გარდა. სწორედ ამ და კიდევ იმ მიზეზით, რომ ნატურალური ჩურჩხელა არის საოცრად სასარგებლო და გემრიელი ტკბილეული, ჩურჩხელა აუცილებლად უნდა გავხადოთ ისეთი საერთაშორისო დელიკატესი, როგორებიცაა იტალიური ტირამისუ, ავსტრიული შტრუდელი, ბელგიური ვაფლი, თურქული ბაქლავა, ინგლისური პუდინგი, ამერიკული „სნიკერსი“, ფრანგული კრეპი და სხვა.

We are new company in Georgian traditional confection market. Nugbari comprises small factory in Tsnori (Signagi municipality of Kakheti region) and shop fitting showroom in Tbilisi, 4 N. Berdzenishvili str. (Vake district). Our main products are 20 varieties of Churchkhela and collections of Georgian national sweets, all of which are prepared from wholesome ingredients by traditional methods. Our shop also offers ecologically clean and high-quality delicatessens of other Georgian producers.

Our main values are dedication, responsibility and honesty. We believe that production of natural and delicious Churchkhela, dried fruit, Tklapi, Gozinaki and other Georgian desserts has bright future and at the same time is very important for Georgia in terms of reputation. Georgian sweets, as well as Georgian cuisine in general and its masterpiece - Churchkhela - in particular, really is one of the national "treasures" by which world should distinguish and recognize Georgia. Georgia has great traditions of viticulture, while no other country produces sweets from grape juice on a national scale. Furthermore, natural Churchkhela is tremendously wholesome and delicious sweetie. Because of all this, we think that Churchkhela must stand next to Italian tiramisu, Austrian strudel, Belgian waffles, Turkish baklava, English pudding, American Snickers and French crepe in the list of notable national confections.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
03/11/2017
C
Constantine Caava
C

თეგები