ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრი

თეატრები
5
(1 შეფასება)
თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზ. 99/1

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-22:00 შაბ: 10:00-22:00 კვ: 10:00-22:00

გადახდის ტიპი

cash master-card visa

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრი არის, სსიპ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი, საიდენტიფიკაციო კოდი: 202063989
ჩვენი ვებ გვერდია:www.mozardi.ge
მოზარდ მაყურებელთა თეატრი 1927 წელს შეიქმნა. მისი დაფუძნება ცნობილი ქართველი რეჟისორის, ალექსანდრე თაყაიშვილის სახელთანაა დაკავშირებული. თეატრის პირველი სპექტაკლი იყო ნ.საცის ,,ფრიც ბაუერი.” მას მოჰყვა ს.ზაიაიცკის ,,რობინ ჰუდი,” ვ.კურდიუმოვის ,,კაცი შავი სათვალეებით,” ნ.ოგნევის ,,ჰაიავატა,” მ.კლარპიცკაიას ,,დამსმენი” და სხვა. სპექტაკლებს დიდი ინტერესით უყურებდნენ მოზარდები. ამაში, ა.თაყაიშვილის გარდა, დიდი დამსახურება მიუძღოდათ მსახიობებს: გ.კუპრაშვილს, თ.თვალიაშვილს, გ.დარისპანაშვილს, მ.ერგნელს, ცოტა მოგვიანებით - ვ.არეშიძეს, ი.ნინუას, ა.კაჭკაჭიშვილს, ნ.სიბილას, დ.ცხაკაიას, ნ.ხორავას, მ.ჯაჯანაშვილს, ი.დონაურს, გ.დეისაძეს, ა.ყიასაშვილს, დ.ძნელაძეს, ა.ღვინიაშვილს და სხვებს.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
26/02/2018
S
Saba Chikviladze
S

თეგები