ნიკორა სუპერმარკეტი

ჰიპერმარკეტი | სუპერმარკეტი | მარკეტი
5
(1 შეფასება)
თბილისი, ს. კანდელაკის ქ. 35

ჩვენ შესახებ

მუშაობს ყოველდღე 24 საათით

გადახდის ტიპი

bank-transfer cash maestro master-card nova-terminal visa

ნიკორა სუპერმარკეტი” ბაზარზე 2000 წელს გამოჩნდა. წლების მანძილზე კომპანია აქტიურად ვითარდებოდა და დღეს ის ყველაზე მრავალრიცხოვანი ქსელია საქართველოს მაშტაბით. მის სახელს უკავშირდება ბოლო დროის წარმატებული ბიზნეს გარიგებები სხვადასხვა კომპანიებთან. „სანდეის“ ქსელი დასავლეთ საქართველოში, „ველესის“, ჰიპერმარკეტ „ლიბრეს“ და „ნუგეშის“ სუპერმარკეტების ქსელი დღეს შპს. „ნიკორა ტრეიდის“ მენეჯმეტის ქვეშაა. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 209 სავაჭრო ობიექტს რომელთაგანაც 164 თბილისში ხოლო 45 საქართველოს სხვა და სხვა რეგიონებშია წარმოდგენილი. „ნიკორა სუპერმარკეტის“ მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწაფვა, სიახლეების ათვისება, ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. ყოველივე ეს კი არის შედეგი იმისა, რომ კომპანია ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და წარმატებულია თავის სფეროში, რასაც ასევე ხაზს უსვამს დასაქმებულთა მაღალი კოეფიციენტი, რომელმაც ბოლო მონაცემებით 2700-ს გადააჭარბა. შპს. „ნიკორა ტრეიდი“ არის პირველი კომპანია ვაჭრობის სფეროში, რომელმაც 2016 წლის 21 მარტს, სს „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით 5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ობლიგაციების წარმატებით გამოშვება უზრუნველყო. ობლიგაციების ვადა 2 წელია, საპროცენტო სარგებელი წლიური 11% ნომინალური ღირებულებიდან. სარგებლის პროცენტის გადახდა განხორციელდება წელიწადში 2-ჯერ. განთავსების აგენტი "გალთ & თაგარტი" უზრუნველყოფს, რომ "ნიკორა ტრეიდი"-ს ობლიგაციები უახლოეს მომავალში დაშვებულ იქნას საქართველოს საფონდო ბირჟაზე, ყოველივე ეს კი უზრუნველყოფს კომპანიის გამჭვირვალობას. "ნიკორა სუპერმარკეტი" უკვე რამდენიმე წელია ფლობს ხარისხის მართვისა და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო ISO 9001 : 2008; ISO 22000 : 2005 – НАССР სერტიფიკატებს. კომპანია ქსელში მომხმარებელს გარდა ადგილობრივისა, ასევე შესაძლებლობა აქვს შეიძინოს, უცხოური წარმოების კვების პროდუქტები, ჰიგიენის საშუალებები და ყოველდღიური მოხმარების საოჯახო ნივთები. უმაღლესი ხარისხი, ასორტიმენტის მრავალფეროვნება, მაქსიმალური კომფორტი და ხელმისაწვდომი ფასები - "ნიკორა სუპერმარკეტის" მთავარი უპირატესობაა.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
28/07/2018
S
Saba Chikviladze
S