ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი

უმაღლესი სასწავლებელი
5
(1 შეფასება)
თბილისი, ე. მიქელაძის ქ. 1

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: 10:00-18:00 კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash

დაწესებულების საქმიანობის საგანია არამომგებიანი (არაკომერციული) საგანმანათლებლო საქმიანობა. ნებისმიერი სხვა საქმიანობა, რაც კანონით არ არის აკრძალული, ხორციელდება როგორც ამ საქმიანობის განხორციელების დამხმარე საშუალება.

ყველა სახის შემოსავალი, რომლის მიღებაც დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით, სრულად ხმარდება დაწესებულების მიზნების განხორციელებას.

დაწესებულების მისია 

„ნიუ ვიჟენ“-უნივერსიტეტის მისიაა ინდივიდის თვალსაწიერის გაფართოება განათლების, კვლევისა და სიახლის დანერგვის ხელშეწყობით.

დაწესებულების მიზნები

„ნიუ ვიჟენ“-უნივერსიტეტის მიზანია:
ა) პიროვნების თავისუფალი განვითარების ხელშემწყობი საგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზება. 
„სტუდენტი ქმნის თავის პროფილს“: საგანმანათლებლო პროგრამები ორიენტირებულია სტუდენტის თავისუფალ არჩევანზე, გამოიმუშავოს ძირითადი სპეციალობის ფარგლებში სასურველი კომპეტენციები და შეიძინოს დამატებითი სპეციალობა ან მოახდინოს სხვადასხვა პროგრამის კომპონენტების თავისუფალი კონცენტრაცია;
ბ) აკადემიური პატიოსნების სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობა, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის კვლევებისა და მათში სტუდენტის ინტეგრირების წახალისება;
გ) სიახლის დანერგვის ფორმების განვითარება.

მართვის ორგანოები

დაწესებულების მართვის ორგანოებია: 
აკადემიური საბჭო (გამგეობა)
წარმომადგენლობითი საბჭო
სკოლის საბჭო

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
15/03/2018
S
Saba Chikviladze
S