New Balance

ტანსაცმლის მაღაზია
5
(1 შეფასება)
თბილისი, ვ. ფშაველას გამზ. 20

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 11:00-20:00 შაბ: 11:00-20:00 კვ: 11:00-20:00

გადახდის ტიპი

bank-transfer cash maestro master-card prime-card visa

მისამართი: ვაჟა-ფშაველას 20
ისთ ფოინთი

უილიამ რაილი (William J. Riley), რომესლაც ძალიან უყვარდა ყვავილები, ქონდა დიდი ბაღი,ყავდა ქათმები და მებაღე საიმონი მებაღე და ქათამი ერთმანეთთან მწყრალად იყვნენ – ქათამს ყვავილების ძიძგნა უყვარდა, საიმონი კი მას ცოცხით იგერიებდა.

ერთ მშვენიერ დილით, უილიამ რაილი ეზოში გამართულ ბატალიებს ადევნებდა თვალს, იმაზე დაფიქრდა, თუ როგორ ახერხებდა მსუქანი შავი დედალი მებაღე საიმონისგან დასხლტომას და ასე სწრაფად სირბილს… რაილი გამომგონებელი იყო, ორთოპედულ ფეხსაცმელებს აწარმოებდა და გადაწყვიტა ქათმის გამოცდილება თავის საქმეში გამოეყენებინა – მან შექმნა ფეხსაცმლის საფენი (სუპინატორი), რომელიც ადამიანის ტერფს საშუალებას აძლევს სამ საყრდენ წერტილზე დადგეს, ზუსტად ისე, როგორც ამას ქათამი აკეთებს – ანუ იდეალური ბალანსი მონახოს. ამ მიგნებამ რაილის აღიარება მოუტანა და 1906 წელს 33 წლის ემიგრანტმა ინგლისიდან ქალაქ ბოსთონში დააფუძნა New Balance Arch Support Company.

1924 წელს რაილიმ გაყიდვების აგენტად ბიზნესმენი ართურ ჰოლი (Arthur Hall) დაიქირავა და ათი წლის შემდეგ შეიამხანაგა კიდეც. ჰოლი მიხვდა, რომ რაილის გამოგონებას მხოლოდ სამედიცინო (ბრტყელტერფიანობის მკურნალობის) მნიშვნელობა არ ჰქონდა და კომპანიის პროდუქციით იმ ადამიანების დაინტერესებას შეეცადა, ვისაც სამსახურის გამო ფეხზე დიდხანს დგომა უწევდა (მაღაზიის გამყიდვლები, პოლიციელები, ოფიციანტები, რესტორნის მზარეულები… და კიდევ ვინ აღარ). 1938 წელს რაილიმ და ჰოლმა ადგილობრივი სპორტული კლუბის დაკვეთით გამოუშვეს პირველი სპორტული ფეხსაცმელი მორბენლებისთვის. 2-ოდ წლის შემდეგ, New Balance-მა დაიწყო ფეხსაცმლის წარმოება სხვა სპორტსმენებისთვისაც (ბეისბოლისტებისთვის, კალათბურთელებისთვის, ჩოგბურთელებისთვის…)
მიუხედავად იმისა, რომ New Balance-ის პროდუქცია არაჩვეულებრივად კომფორტული იყო , კომპანიის გაყიდვები არ იყო დიდი, რამდენადაც მხოლოდ სამედიცინო და პროფესიონალურ სპორტულ ბაზარზე იყო ორიენტირებული. “ახალი ბალანსის” ახალი კურსი 1954 წლიდან იწყება, როდესაც კომპანიას ართურ ჰოლის სიძე ფოლ ქიდი (Paul Kidd) ჩაუდგა სათავეში .

ქიდის რებრენდინგის შემდეგ New Balance-მა თავისი პროდუქცია მოყვარულ სპორტსმენებს, სპორტით გატაცებულ და სრულიადაც არა-გატაცებულ ადამიანებსაც (ვინც, უბრალოდ, მოხერხებულ ფეხსაცმელს ეძებს) შეთავაზა. შესაბამისად შეიცვალა კომპანიის სახელწოდებაც და მას უკვე New Balance Athletic Shoe, Inc. ქვია. 1960 წელს ბაზარზე გამოდის Trackster – მსოფლიოში პირველი სპორტული ფეხსაცმელი (ჩვენებურად ბოტასი) ტალღოვან ძირზე. ის ბევრ ცნობილ ადამიანს ეცვა, მათ შორის აერობიკის მამას, ქენეთ ქუფერს, რომელმაც ბოსთონის მარათონი სწორედ Trackster-ებში გაირბინა.

70-იანებს კომპანიაში ახალი დიდი ცვლილებები მოაქვთ. 1972 წელს მას სათავეში ამჟამინდელი თავმჯდომარე, ბოსთონელი ბიზნესმენი ჯიმ დეივისი (Jim Davis) ჩაუდგა. მან შექმნა დილერების ქსელი, გახსნა საკუთარი მაღაზიები, გააფართოვა წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტი… ამასთან, შეეცადა კომპანიის თანამშრომლებში შეენარჩუნებინა ის მეგობრული სული და “ოჯახური” განწყობა, რაც New Balance-ს გამოარჩევდა იმ დროიდან, როდესაც ის ერთი პატარა წარმოება იყო. კვლავ უცველად დარჩა ინოვაციებისკენ სწრაფვა, რაც ასევე ყოველთვის გამოარჩევდა New Balance-ს.
სწორედ დეივისის დროს გამოვიდა ბაზარზე М320 – მორიგი “ბოტასური” რევოლუცია Trackster-ის შემდეგ. ამ მოდელში რეზინის უხეში ენა ნეილონითაა ჩანაცვლებული, ხოლო ფეხსაცმლის უკანა მხარე ამაღლებულია, რათა უკეთ და უფრო მყარად დაიცვას ფეხი სახსართან. ამ სიახლეების წყალობით, New Balance M320-მა წლის საუკეთესო სპორტული ფეხსაცმლის ტიტული მოიპოვა ჟურნალ Runner’s World-ის ვერსიით.
1976 წელს ჯიმ დეივისი კომპანიის საზღვარგარეთულ ცხოვრებას იწყებს – პირველი ფილიალი დიდი ბრიტანეთში იხსნება… 

ბოტასების გარდა, New Balance სპორტულ ტანსაცმელსაც აწარმოებს, თუმცა ეს ბაზარი კომპანიისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია. რაც შეეხება სპორტულ ფეხსაცმელს, New Balance Athletic Shoe, Inc. ყოველწლიურად 50 მილიონ ცალს ყიდის და მე-4 ადგილს ინარჩუნებს მსოფლიოში ამასთან, New Balance ერთადერთია, რომლის ფაბრიკებიც სრულად არ გადაბარგებულა მე-3 სამყაროში და პროდუქციის ნაწილი კვლავ აშშ-სა და დიდი ბრიტანეთში იკერება… თუმცა, სულ უფრო და უფრო ცოტა.

კომპანიის საქველმოქმედო ფონდი New Balance Foundation ეხმარება იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს მსოფლიოს გარშემო, რომლებიც ბავშვებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის იღწვიან.

New Balance Athletic Shoe, Inc. თანამშრომლობს აშშ-ის წამყვან ორთოპედულ/სამედიცინო კლინიკებთან, როგორიცაა Boston Sports and Shoulder Center, Boston University Medical School, Georgetown University Orthopedic Residency, Brielle Orthopedics…
Boston Globe: Jim Davis interview 

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
03/11/2017
C
Constantine Caava
C

თეგები