ლუდსახარში ნატახტარი
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი
ისტორია
EFES საქართველო - სააქციო საზოგადოება „ლომისი“
სააქციო საზოგადოება „ლომისი“ ჩამოყალიბდა 1991 წელს და მდინარე ქსნის პირას, ახალგორში, ლუდის პატარა ქარხნის მშენებლობა დაიწყო.
ქარხანამ უმოკლეს ვადაში შეძლო პირველი პროდუქციის გამოშვება.
ლუდსახარში ნატახტარი
მოგვიანებით, 2005 წლის სექტემბერში, სააქციო საზოგადოებამ თი-ბი-სი ბანკისა და EBRD-ის უპრეცენდენტო ინვესტიციების მოზიდვის შედეგად ააშენა და აამუშავა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლუდსახარში ნატახტარი. სოფლის დედაქალაქთან სიახლოვე და ნატახტრის წყლის უნიკალური თვისებები შესანიშნავ პირობებს ქმნიდა წარმატებული საწარმოს შესაქმნელად. კომპანიამ მართლაც უმოკლეს ვადაში მოახერხა ლიდერის სახელის მოპოვება.
2008 წელს ლუდსახარშის საქმიანობით დაინტერესდა, "ეფესის ლუდსახარშების საერთაშორისო ჯგუფი" (Efes Breweries International - EBI), მან ლუდსახარშის 100%-იანი წილი შეიძინა. EBI მსოფლიოში ლუდის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, აქიდან გამომდინარე მენეჯმენტი დიდ ყურადღებას აქცევს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას და ხარისხის მართვას. ხორციელდება ინვესტიციები საწარმოო ხაზებსა და ლაბორატორიის უახლესი დანადგარებით აღჭურვისათვის.
ლუდსახარში ქართული ლუდის ბაზრის 50 პროცენტზე მეტი წილის მფლობელია. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ლუდის ცხრა ბრენდს (ნატახტარი, ქარვა, მთიელი, კაიზერი, კოზელი, ჰერენჰოიზერი, 34, ეფესი (იმპორტირებული) და მილერი (იმპორტირებული)), ორ ქვებრენდს (ნატახტარი კასრის და ნატახტარი ექსტრა) და ლიმონათის თოთხმეტ არომატს.
2008 წლიდან კომპანია „ნატახტარი“ გახდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და რაგბის კავშირის ოფიციალური სპონსორი.
2010 წლიდან კი, კომპანიამ „ნატახტარი“ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას გენერალური სპონსორობის თაობაზე საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან.
2010 წელს ლუდსახარშ „ნატახტარში“ გერმანული წარმოების KRONES-ის ჩამომსხმელი ხაზი დამონტაჟდა.
2011 წელს „ნატახტარის“ საწარმოში გერმანული ფირმის ZEMANN სახარში დანადგარები დამონტაჟდა და ექსპლოატაციაში შევიდა.
2011 წელს კომპანია „ნატახტარმა“ დანერგა ხარისხისა და სურსათის უსაფრთხოების სისტემა (ISO 9001:2008)
2012 წელს გაგრძელდა კონტრაქტი სპონსორობის შესახებ საქართველოს რაგბის კავშირთან.
2013 წელს კომპანიამ მიიღო HACCP სერტიფიკატი
2013 წელს კომპანია „ნატახტარმა“ ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის (OHSAS 18001:2007) სერტიფიცირება გაიარა
2013 წელს კომპანიამ სურსათის უსაფრთხოების მართვის სერტიფიცირება გაიარა (ISO 22000:2005)
2014 წელს კომპანია „ნატახტარის“ ლაბორატორიამ გაიარა ISO/IEC 17025 სერტიფიცირება
2014 წელს კომპანია „ნატახტარმა“ მიიღო ენერგიის მართვის სისტემის სერტიფიკატი ISO 50001