ნანუს ბაღი

საბავშვო ბაღი
5
(1 შეფასება)
თბილისი, სოფ. დიღომი თამარ მეფის ქ. 43

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: 10:00-18:00 კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash

საბავშვო ბაღი "ნანუ" შეიქმნა თქვენი შვილების ბედნიერებისთვის!

პირველ რიგში, ეს არის ბაღი, სადაც პატარებს შესაძლებლობა ექნებათ განვითარდნენ ჯანსაღ და სუფთა გარემოში, იყოს მათი უსაფრთხოება და ჯანმრთელობა დაცული და, რაც მთავარია, ჰქონდეთ სივრცე გაიზარდონ ჟანგბადით გაჯერებულ გარემოში, იქ, სადაც მწვანე ბალახი და სუფთა ჰაერია! ჩვენი მიზანია ბავშვებს შევუქმნათ კომფორტული და თავისუფალი გარემო. ბაღი "ნანუს" უზარმაზარ ეზოში უამრავი ყვავილია, წყაროს წყალი, მწვანე ბუნებრივი ბალახი, დამუშავებული სუფთა ქვიშა, სხვადასხვა ჯიშის ხილი, სექტემბრისთვის კი ბროწეულის სეზონი გვაქვს. თქვენი შვილებისთვის უგემრიელესი საკვები მომზადდება მხოლოდ ნატურალური პროდუქტებით. ბავშვის მოთხოვნის შესაბამისად, შეგვიძლია შევადგინოთ ინდივიდუალური კვების მენიუ, რომელსაც ყოველდღიურად მშობლებიც გაეცნობით. ჩვენი პრიორიტეტია ის, რომ არ ვართ ქალაქის გამონაბოლქვის ეპიცენტრში, "ნანუს ბაღი" მოშორებულია ქალაქის მთავარ მაგისტრალებს, არის სუფთა ჰაერი და სიმშვიდე, დაცული ტერიტორია, სადაც თქვენს შვილებს ექნებათ საკმაოდ დიდი სივრცე ფიზიკური აქტივობისთის, რაც უმნიშვნელოვანესია მათი ჯანმრთელობისთვის, იმუნიტეტისთვის და თავისუფლებისთის. ასევე თქვენს პატარებს ჩვენთან ელოდებათ, სკოლამდელი ასაკისთვის აუცილებელი, მრავალფეროვანი საგანმანათლებლო და გასართობი პროექტები. ეს კი თქვენს პატარებს საშუალებას მისცემს მიიღონ ასაკისთვის შესაფერისი განათლება და გამოიმუშაონ სასკოლო უნარ-ჩვევები.

ეს იმ საგნების ჩამონათვალია, რომელთაც თქვენს პატარებს, ჩვენი მაღალკვალიფიციური პედაგოგები შეასწავლიან:

  • ინგლისური
  • რუსული
  • სახვითი ხელოვნება
  • მუსიკა
  • საქართველოს ისტორია
  • გამოჩენილ ადამიანთა ბიოგრაფიები
მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
29/04/2018
S
Saba Chikviladze
S