საწარმო მთის მადლი

სხვადასხვა(ორგანიზაციები)
5
(1 შეფასება)
თიანეთი, სოფელი ტუშურები

ჩვენ შესახებ

მუშაობს ყოველდღე 24 საათით

გადახდის ტიპი

კომპანია „მთის მადლი“ დაარსდა 2017 წელს. ჩვენი საწარმო მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, თიანეთის
მუნიციპალიტეტის სოფ. ტუშურებში.

 

სოფ. ტუშურები გარშემორტყმულია ტყეებით და ალპური მდელოებით. არ არის ახლოს ცენტრალური ან კვანძური გზატკეცილები, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვაწარმოოთ ბიოლოგიურად სუფთა თაფლი, რომელიც გამოირჩევა მაღალი გემოვნური და სამკურნალო თვისებებით.

 

ჩვენი ბიზნესის მთავარი დანიშნულებაა მეფუტკრეობის დარგის განვითარების ხელშეწყობა და ბიოლოგიურად სუფთა და
სასარგებლო პროდუქტის წარმოება.

 

ჩვენს პროდუქტს წარმოადგენს უნიკალური და ღირებული ალპური ზონის თაფლი, იგი მდიდარია მიკროელემენტებით, ვიტამინებით და ხასიათდება მაღალი ანტიბაქტერიული თვისებებით; გამოირჩევა მაღალი გემოვნური თვისებებით. მთაში ჰაერი ჯანსაღია, რაც შესაძლებლობას გვაძლევს შევქმნათ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი.

 

ჩვენი საწარმოებელი პროდუქცია ასევე მოიცავს: თაფლის ცვილს(სანთელს), დინდგელს და ფიჭიან თაფლს.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
16/12/2017
S
Saba Chikviladze
S