მთაწმინდის პარკი

გასართობი ცენტრი
5
(1 შეფასება)
თბილისი, ფუნიკულიორის ზედა პლატო

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-22:00 შაბ: 10:00-22:00 კვ: 10:00-22:00

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

“მთაწმინდის პარკი” გართობისა და დასვენებისათვის საუკეთესო ადგილია. ზღაპრული გარემო, სუფთა ჰაერი, უნიკალური ლანდშაფტი, ულამაზესი ხედები და თანამედროვე ატრაქციონები თქვენ საშუალებას მოგცემთ განიტვირთოთ, დაისვენოთ და გაერთოთ თქვენს ოჯახთან თუ მეგობრებთან ერთად.

მთაწმინდის პარკი  770 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და თბილისის ყველაზე მაღალი წერტილია. მისი ისტორია 100 წელს აჭარბებს და  და გაშლილია 100 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე.  პარკი დაყოფილია სამ -ექსტრემალურ, საბავშვო და საოჯახო ზონად. ატრაქციონების გარდა პარკში განლაგებულია რესტორნები და კაფეები,მაღაზიები,სარელაქსაციო ზონები,სადღესასწაულო ცენტრი და ქორწინების სახლი.

პარკთან დაკავშირება ხდება როგორც სამანქანე გზით (თბილისი-ოქროყანას მიმართულება) ასევე ფუნიკულიორით, რომელიც 1905 წელს აიგო და თავის მხრივ წარმოადგენს ქალაქის ერთ-ერთ ისტორიულ ღირშესანიშნეობას.

მთაწმინდის პარკი არის IAAPA წევრი. პარკის ტექნიკური სამსახური უზრუნველყოფს ატრაქციონების ტექნიკურ უსაფრთხოებასა და შესაბამისობას უსაფრთხოების საერთაშორისო ნორმებთან. საერთაშორისო ორგანიზაცია ყოველწლიურად ახდენს ატრაქციონების ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის სერტიფიცირებას.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
02/08/2018
S
Saba Chikviladze
S