სკოლა მერცხალი

სკოლა
5
(1 შეფასება)
თბილისი, თბილისი

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: არ მუშაობს კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer

ჩვენს შესახებ-სკოლა დაარსდა 1999 წელს როგორც დაწყებითი საფეხურის სასწავლებელი. დაარსების დღიდან პრიორიტეტი მიენიჭა საგანმანათლებლო პროცესის სრულყოფას. მათემატიკა და უცხო ენები (ინგლისური, რუსული) 1-ლი კლასიდან გაძლიერებულად ისწავლებოდა.
დროთა განმავლობაში გაჩნდა საბაზო საფეხურის აუცილებლობა. 2011 წელს დაისახა გეგმა, რომლის მიხედვითაც იმ დროინდელი დამამთავრებელი, მე-6 კლასის მოსწავლეებს უნდა მიცემოდათ შესაძლებლობა სრული სასკოლო განათლება მიეღოთ ჩვენს სკოლაში. იმავე წელს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის მიერ სკოლას მიენიჭა ავტორიზაცია დაწყებით და საბაზო საფეხურებზე.
2012 წელს სკოლა გადავიდა ახალ შენობაში, რომელიც მომავალი გაფართოების საშუალებას იძლევა. 
ამჟამად სკოლაში გაძლიერებულად ისწავლება როგორც საბუნებისმეტყველო ასევე ჰუმანიტარული საგნები. დიდი ყურადღება ექცევა უცხო ენებს და მათემატიკას. სკოლა ემზადება სრული საშუალო განათლელბის ავტორიზაციის მისაღებად.

მასწავლებლები-14 წლიანი არსებობის შედეგად სკოლაში შეიკრიბა პედაგოგთა კოლექტივი რომელიც მოსწავლეებს ცოდნას მეგობრულ, ურთიერთ პატივისცემაზე დაფუძნებულ გარემოში უზიარებს.
მასწავლებელთა მრავალწლიანი გამოცდილება და კლასებში მოსწავლეების მცირე რაოდენობა (კლასში მაქსიმუმ 10 მოსწავლე) ამ პროცესის გაღრმავებას უწყობს ხელს.

მოსწავლეები-საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროცესი სკოლაში 5 საათამდე გრძელდება. კვალიფიციური მასწავლებლების ზედამხედველობით, მოსწავლეები დამოუკიდებლად ამზადებენ გაკვეთილებს. დარჩენილ დროს კი იმ კულტურულ-შემეცნებით აქტივობას უთმობენ, რომელიც თავად აინტერესებთ.

წრეები-მრაფალფეროვანი წრეები ეხმარება მოსწავლეებს მომავალი წინსვლისთვის აუცილებელი უნარების განვითარებაში. სკოლაში მოქმედებს დებატების, პრეზენტაციის ხელოვნების, ფოტო-ხელოვნების, თანამედროვე ცეკვის, დრამის წრეები. ჭადრაკი შეტანილია გაკვეთილების ცხრილში.

მატერიალური ბაზა-სკოლა აღჭურვილილია ყველა იმ საჭირო ინვენტარით, რაც აუცილებელია სრულფასოვანი განათლების მისაღებად. ფუნქციონირებს თანამედროვე ქიმიის და ფიზიკის ლაბორატორიები. სკოლის ბიბლიოთეკა ათასამდე წიგნს მოიცავს. ვფლობთ სპორტულ მოედანს.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
17/03/2018
S
Saba Chikviladze
S