ათასწლეულის სკოლა
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი
დაწყებითი ზოგადსაგანმანათლებლო „თბილისის საერთაშორისო განათლების სკოლა“ მიზნად ისახავს თავისი წვლილი შეიტანოს ერთიან საგანმანათლებლო-აღმზრდელობით სისტემურ საქმიანობაში, რომელიც განსაზღვრულია ეროვნული მიზნებითა და ეროვნული სასწავლო გეგმით. იგი მუშაობას შეუდგა 2011-12 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე შედგენილი სასკოლო გეგმით და სასწავლო სააღმზრდელო საქმიანობა წელს წარიმართება I-II კლასებში, მომდევნო წლებში კი კონტიგენტი შეივსება I საფეხურის ფარგლებში. სკოლა ქართულენოვანია. მისი საქმიანობა ხორციელდება ზოგადი განათლების სისტემის დემოკრატიულ, სამართლიან პრინციპებზე, ორიენტირებულია უკლებლივ ყველა მოსწავლეზე და მასწავლებელთა მაღალ პროფესიონალიზმზე. ჩვენ, ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში, შევადგინეთ საინტერესო და მაღალეფექტური სასკოლო სასწავლო გეგმა, რომელიც ჩვენს სკოლას საკუთარ სახეს დაუმკვიდრებს. მასწავლებელთა მიმართ ჩვენი პრინციპული მოთხოვნაა საკუთარი ქმედებების დაგეგმვისას გაითვალისწინონ თითოეული მოსწავლის შესაძლებლობები, ინტერესები, მიდრეკილებები. „თბილისის საერთაშორისო განათლების სკოლა“ მზადაა: მოამზადოს მოსწავლეები შემდგომ-საბაზო საფეხურზე ეფექტური სწავლებისათვის; ყოველგვარი პირობები შეუქმნას მოსწავლეებს მრავალმხრივი განვითარებისათვის, საკუთარი ინტელექტუალური, ფიზიკური, სულიერი თვისებებისა თუ მიდრეკილებების გამოვლენისათვის. უზრუნველყოს ისეთი კანონმორჩილი ადამიანის აღზრდა, რომელსაც აქვს ღირსებისა და წესრიგის გრძნობა; აამოქმედოს მიზნობრივი პროგრამები: ა) „დამატებითი სასწავლო-სააღმზრდელო მომსახურება“ ბ) „სკოლა სტრესების გარეშე“ გ) „მშობელთა პედაგოგიზაცია“. გაითვალისწინოს განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეთა სწავლებისა და აღზრდის საკითხებსაც; აწარმოოს სწავლების მონიტორინგისა და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები; გამოიყენოს დამფუძნებლების მიერ შედგენილი განვითარების სტრატეგიული გეგმა; აქტიურად ითანამშრომლოს მშობლებთან და საზოგადოებასთან, გაითვალისწინოს მათი საქმიანი რეკომენდაციები; გააგრძელოს თანამშრომლობა განათლების სტრუქტურებთან, მოიწვიოს მათი წარმომადგენლები სკოლის საქმიანობის მონიტორინგისათვის; ჩვენი სკოლა მოწოდებულია, საფუძველი ჩაუყაროს იმ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, რომლებიც მომავალში მოზარდის პროფესიული და მოქალაქეობრივი სრულყოფის საყრდენი უნდა გახდეს.