ემეიჩდი გრუპ

არქიტექტურა | დიზაინი
5
(1 შეფასება)
თბილისი, სააკაძის დაღმართი 11

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: 10:00-18:00 კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash

საპროექტო  სტუდია “MHD Group Architecture”  დაარსდა 2012 წელს. მანამდე იმავე გუნდის მიერ პროექტირება ხორციელდებოდა სხვა  საპროექტოების სახელით, ამის გათვალისწინებით ჩვენს ჯგუფს გააჩნია 10 წელზე მეტი ხნის გამოცდილება ამ სფეროში. პროექტების ავტორები არიან და არქიტექტურულ ჯგუფს ხელმძღვანელობენ არქიტექტორები- მიხეილ გიორგობიანი და მარინე ლაზაშვილი.  სტუდიის ძირითადი მიმართულებაა  არქიტექტურა (ექსტერიერის, ინტერიერის პროექტირება, რეკონსტრუქცია და ასევე  ლანდშაფტური პროექტირება). გარდა ამისა “MHD Group”  სრული მომსახურების საპროექტო  კომპანიაა, რომელიც პროექტირებას ასრულებს არქიტექტურული კონცეფციებიდან-ესკიზებიდან სრულფასოვან საპროექტო დოკუმენტაციამდე (კონსტრუქციული, გათბობა კონდიცირება, სახანძრო სისტემები, ელექტროობა და პროექტირებასთან დაკავშირებული ყველა საჭირო დოკუმენტაცია).  გარდა ამისა, საპროექტო  სტუდიას შეუძლია ზედამხედველობის გაწევა როგორც პროექტირებაზე (დამატებითი დოკუმენტაცია გეოლოგია და ტოპოგრაფიის ჩათვლით), ასევე შესაძლებელია ზედამხედველობა მშენებლობის პროცესზე. საპროექტო ძირითადად ორიენტირებულია  შენობების დახვეწილ იერსახეზე, და მუშაობს როგორც თანამედროვე ფორმებზე, ასევე ქმნის სხვადასხვა სტილის არქიტექტურას საპროექტო ობიექტთან და არსებულ გარემოსთან შესაბამისობაში, ასევე დამკვეთის მოთხოვნილების შესაბამისად. “MHD Group” ეწევა საპროექტო მომსახურებას არამარტო საქართველოს ფარგლებში,  ჩვენ ვქმნით პროექტებს  ქვეყანაში არსებული არქიტექტურის ძირითადი და ტრადიციული მიმდინარეობების და თანამედროვე არქიტექტურის მიღწევისა და მოთხოვნილებების შესაბამისად. “MHD Group” ასრულებს განსხვავებული შინაარსისა და  დაიშნულების ობიექტებს, საპროექტო ასრულებს როგორც სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტებს, მაგ. “MHD Group” არის ავტორი რამდენიმე მიმდინარე და რეალიზებული იუსტიციის სახლის, ჯგუფს შესრულებული აქვს საჯარო რეესტრის ოფისის  მიმდინარე პროექტის რამდენიმე გადაწყვეტა, რომელთაგანაც ერთ-ერთი ნომინირებული იყო თბილისის საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსზე სადაც საუკეთესო პროექტების სამეულში მოხვდა, შესრულებული აქვს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს საოფისე შენობის პროექტი, გარდა ამისა არის ავტორი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფისის და მთავრობის კანცელარიის ინტერიერის პროექტის (პროექტი საიტზე არ არის ატვირთული მისი საიდუმლო სტატუსის გამო, თუმცა დეკორაციები და ინტერიერი, რომლებიც პრემიერ მინისტრის და მთავრობის ადმინისტრაციის ბრიფინგების და პრეზენტაციების დროს კადრში ხვდება ძირითადად “MHD Group”-ის მიერ არის შესრულებული). აღნიშნული ობიექტების პარალელურად “MHD Group” ასრულებს მრავალბინიან ინდივიდუალურ და საცხოვრებელ სახლებს თუ საოფისე შენობებს ან სხვა ფუნქციის შენობებს, ასევე საპროექტო ასრულებს ინტერიერის პროექტებს ყველა აღნიშნულ კატეგორიაზე, მასშტაბის სიდიდის თუ სიმცირის მიუხედავად. საპროექტო ძირითადად აერთიანებს არქიტექტორებს. გარდა არქიტექტორებისა საპროექტო თანამშრომლობს სხვადასხვა დარგის პროფესიონალებთან და შეუძლია შესაბამისი მომსახურების გაწევა კლიენტის მოთხოვნილების შესაბამისად. მომიჯნავე სპეციალისტებთან ურთიერთობა ხდება საპროექტო დავალების მიერ, სადაც საპროექტოს მიერ ხდება ყველა მომიჯნავე პროექტის შესრულება, კონსტრუქციის, გათბობა გაგრილების, ელექტროობა სუსტი დენების, გეოლოგიის, კანალიზაცია წყალგაყვანილობის და გარე ქსელების, სახანძრო უსაფრთხოების თუ სხვა საჭირო დოკუმენტაციის მომზადების ჩათვლით.   

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
26/07/2018
S
Saba Chikviladze
S