მეთაფლია

ტკბილეულის მაღაზია
5
(1 შეფასება)
თბილისი, ვ. ფშაველას გამზ. 23

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-19:00 შაბ: 10:00-19:00 კვ: 10:00-19:00

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

მეთაფლია არის, შპს მეთაფლია,საიდენტიფიკაციო კოდი:238154180
ჩვენი ვებ გვერდია:metaflia.ge
 

კომპანია "მეთაფლია" დაფუძნებულია პროფესიონალი მეფუტკრის - როლანდ ზირაქაშვილის მიერ 2006 წელს. კომპანია სპეციალიზებულია მეფუტკრეობის პროდუქტების წარმოება-გადამუშავებაზე. დღეისათვის, საწარმოს საკუთრებაში არსებული ფუტკრის ოჯახები განლაგებულია საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში. კომპანია "მეთაფლია"-მ მეფუტკრეობის პროდუქტებით ქვეყნის მომარაგებისთვის დისტრიბუციის სპეციალიზებული ქსელი შექმნა და ამ წლების განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უმაღლესი ხარისხის პროდუქტებით უზრუნველჰყო. ჩვენს წარმატებას განაპირობებს მაღალი პროფესიონალიზმი, რაც 45-წლიანი პრაქტიკული გამოცდილებითა და სპეციალური უმაღლესი განათლებითაა განპირობებული. დღეისათვის კომპანია "მეთაფლია"-ს 5 სპეციალური მაღაზიის საშუალებით დედაქალაქის მოსახლეობას ვთავაზობთ თაფლს საქართველოს ყველა რეგიონიდან.

კომპანია აგრეთვე აწარმოებს 100-ზე მეტი დასახელების მეფუტკრეობის პროდუქტებს: ფუტკრის სადედე რძეს, დინდგელს (პროპოლისი), სანთელს, ფუტკრის შხამს, ყვავილის მტვერს, ჭეოს და მათ ნაზავთა კომბინაციებს, რომელთაც სთავაზობს მომხმარებელს, როგორც სადისტრიბუციო ქსელით, ასევე ქსელური მარკეტინგის საშუალებით. კომპანიის წარმოებული პროდუქცია დედაქალაქის თითქმის ყველა წამყვან ქსელში იყიდება. 

დღეისათვის, კომპანია "მეთაფლიას" წამყვანი პოზიცია უკავია ქვეყნის მოსახლეობის მეფუტკრეობის პროდუქტებით მომარაგებაში.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
16/12/2017
S
Saba Chikviladze
S