მეკატრონიკ
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი




მეკატრონიკა არის, შპს ბარს, საიდენტიფიკაციო კოდი: 406027525
შპს „ბარს“-ი საქართველოში დაფუძვნდა ქ. თბილისში 1998 წელს. ობიექტი ამჟამად ფუნქციონირებს მისამართზე გ.ლორთქიფანიზის ქ № 19ბ-ში (ყოფილი კაიროს ქუჩა სამგორის რაიონი). ორგანიზაციის დირექტორია ბ-ნი ჰაქან იავუზი. წარმოება ღებულობს შეკვეთებს როგორც საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან აგრეთვე ინდ. მეწარმეებისგან და ფიზიკური პირებისაგან საქართველოს მასშტაბით. დამკვეთები წარმოადგენენ სათანადო პროექტებს მუშანახაზებით და საჭიროების შემთხვევაში დასამზადებელი დეტალების ნიმუშებს. ვითვალისწინებთ დამკვეთის ინტერესებს შეთანხმების საფუძველზე საჭირო მასალებს და ნედლეულს უზრუნველყოფს თვითონ დამკვეთი ან ჩვენ. წარმოების სიმძლავრეებიდან და ტექნიკური აღჭურვილობიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია შევასრულოთ შემდეგი სახის სამუშაოები: მექანიკური, გალვანური, საჩამომსხმელო (ფოლადი, ტყვია, ალუმინი, პოლიეთილენი), სამჭედლო, ფხვნილოვანი საღებავებით თერმიული ღებვა. აგრეთვე საოფისე, სასტუმრო, სავაჭრო და საცხოვრებელი ფასადებისა და ინტერიერების მინის კონსტრუქციებით მოწყობა.