მედია არტი
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი




უკვე 15 წელია, რაც „მედიაარტი“ წარმატებით მოღვაწეობს ქართულ სარეკლამო ბაზარზე. დღიდან დაარსებისა (2002 წ.), „მედიაარტი“ თავის მომხარებელს სთავაზობს მრავალმხრივ და ამომწურავ მომსახურებას, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი შემოქმედებითი გუნდი, თავდაუზოგავი შრომისა და გულმოდგინების წყალობით, ჩვენი პარტნიორების ყოველგვარ მოთხოვნას მუდამ ინოვაციური, შემოქმედებითი და ხელსაყრელი გადაწყვეტილებებით პასუხობს. 2013 წელს „მედიაარტის“ ბაზაზე ჩამოყალიბდა ახალი კომპანია – „TV line“. ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმი და მრავალწლიანი გამოცდილება სარეკლამო ბაზარზე უდავოდ წარმატების მომტანია თქვენი ბიზნესისათვის. ჩვენთვის არსებითია ორი პრინციპი – ბიუჯეტის ოპტიმიზაცია და ეფექტური მენეჯმენტი – რომელთაც ჩვენ მუდამ ერთგულად ვიცავთ და არასოდეს ვღალატობთ. სწორედ ამ სახელმძღვანელო პრინციპების წყალობით, გვაქვს ყველა საფუძველი, დაბეჯითებით განვაცხადოთ: „მედიაარტი“ არის ხარისხის გარანტი. შესაბამისად, „მედიაარტია“ ის, ვინც უზრუნველყოფს თქვენი ბიზნესის სარფიან და პერსპექტიულ განვითარებას.