მათეს მადლი

საჩუქრები | სუვენირები
5
(1 შეფასება)
თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კმ

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-19:00 შაბ: 10:00-19:00 კვ: 10:00-19:00

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

მათეს მადლი არის, შპს კომპანია მათეს მადლი, საიდენტიფიკაციო კოდი: 404995957
ჩვენი ვებ გვერდია:matesmadli.ge
 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა კომპანია „მათეს მადლი“, რომლის მიზანია ნატურალური თაფლის სანთლის ნაწარმის დამზადების მივიწყებული ტრადიციების აღორძინება-პოპულარიზაცია. 
ჩვენი პროდუქციის შესაქმნელად გამოყენებულია მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა ნატურალური თაფლის სანთელი საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან, ყოველგვარი ქიმიური დანამატებისა და მინარევების გარეშე.
ჩვენ მიერ შექმნილი თითოეული ნივთი იწმინდება და მუშავდება ხელით, ბუნებრივად და შეგნებულად პრიმიტიული იარაღებით. სწორედ ამიტომ, თითქმის არ გვხვდება ორი ზუსტად ერთნაირად შეფერილ-დამუშავებული პროდუქტი. 
წამოწყებულ პროექტში ყველაზე მნიშნელოვანი და მთავარი კი ისაა, რომ კომპანია „მათეს მადლის“ ნაწარმის შეძენისას თქვენ ჩვენთან ერთად ხდებით თანამონაწილე და თანაზიარი დიდი სიყვარულის, სიკეთისა და უანგარო ქველმოქმედების, რადგან ყოველი სანთლის ნაწარმის ღირებულების ნაწილი გადაირიცხება საქართველოს პატრიარქის ფონდსა და მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობის ფონდში.
თბილისის მასშტაბით შეკვეთების მიტანის სერვისი უფასოა.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
28/04/2018
S
Saba Chikviladze
S

თეგები