IMS

საიტები
5
(1 შეფასება)
თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. II ჩიხი,4-8

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00 - 18:00 შაბ: 10:00 - 18:00 კვ: 10:00 - 18:00

გადახდის ტიპი

bank-transfer cash

შესყიდვების სახელმძღვანელო

რომელიმე ზემოთ ჩამითვლილი ეტაპის გამოტოვების შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობა შეუძლებელია.

აკრძალულია პრეტენდენტებს შორის კონსულტაცია, ინფორმაციის გაცვლა, შეთანხმება და მოლაპარაკება შემდეგ საკითხებზე:

ზემოთაღნიშნული ქმედება იწვევს პრეტენდენტების დისკვალიფიკაციას და სატენდერო კომისია უფლებამოსილია მოახდინოს პეტენდენტების „არასაიმედო მიმწოდებელთა სია“-ში შეყვანა.

  1. ვებ აპლიკაცია - „შესყიდვების ელექტრონული სისტემა“ (EPS) განთავსებულია მისამართზე: www.ims.ge. აპლიკაციასთან სამუშაოდ რეკომენდირებულია გამოიყენოთ შემდეგი ბრაუზერები: “Mozilla Firefox” ან “Google Chrome” ან “Safari”.
  2. სისტემის გამოყენებით შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგი ძირითადი სახეობის ტენდერები: საერთაშორისო, ადგილობრივი, დახურული საერთაშორისო და დახურული ადგილობრივი.
  3. ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელიც აკმაყოფილეს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს, გარდა დახურული ტენდერებისა.
  4. ტენდერში მონაწილეობისთვის აუცილებელია შემდეგი მოქმედებების განხორციელება მოცემული რიგითობით:
    • ერთჯერადი რეგისტრაცია საიტზე;
    • სატენდერო მოსაკრებლის გადახდა 50 ლარი ოდენობით საიტზე არსებული გადახდის სისტემის მეშვეობით, პლასტიკური ბარათების გამოყენებით;
    • სატენდერო წინადადების ატვირთვა და ფასის დაფიქსირება.
  5. სატენდერო წინადადებების მიღება იწყება ტენდერის გამოცხადებიდან და სრულდება შესყიდვის პროცესის დაწყებისთანავე.
  6. სატენდერო წინადადება წარმოადგენს - სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი საბუთებისა და მასალების ერთობლიობას.
  7. სატენდერო წინადადება რეზიდენტი პირის შემთხვევაში მომზადებულ უნდა იქნას ქართულ ენაზე, ხოლო არარეზიდენტი პირის შემთხვევაში ინგლისურ ენაზე.
  8. სატენდერო წინადადების ატვირთვისა და ფასის დაფიქსირების შემდეგ, შესაძლებელია ფასის ცვლილება, აგრეთვე ატვირთული დოკუმენტაციის დამატება და გაუქმება - „მიმდინარეობს წინადადებების მიღება“- სტატუსის განმავლობაში. ფასის ცვლილების შემთხვავაში, პრეტენდენტი ვალდებულია სისტემაში ატვირთოს განახლებული ფასის შესაბამისი სატენდერო წინადადება, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია.
  9. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო განცხადებით მოთხოვნილია წინადადების ფასის წარმოდგენა დღგ-ის გარეშე, პრეტენდენტის წინადადების ფასი არ უნდა ითვალისწინებდეს დღგ-ს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი დღგ-ის გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
  10. წინადადებების მიღების დასრულებიდან 5 წამში დაიწყება სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის პროცედურა:
    • ტენდერი აუქციონის გარეშე. პრეტენდენტის მიერ პროცედურის დაწყებამდე დაფიქსირებული ფასი საბოლოოა და მისი ცვლილება არ ხდება;
    • ტენდერი 3 რაუნდიანი რევერსული აუქციონით, პრეტენდენტს საშუალება აქვს შეამციროს წინადადების ფასი აუქციონის 3 გარანტირებული რაუნდის განმავლობაში;
    • ტენდერი 3 ძირითადი და 2 დამატებით რაუნდიანი რევერსული აუქციონით. პრეტენდენტს საშუალება აქვს შეამციროს წინადადების ფასი 3 გარანტირებული და 2 დამატებითი რაუნდის განმავლობაში. ერთ-ერთი პრეტენდენტის მიერ მე-3 რაუნდში ფასის შემცირების შემთხვევაში რევერსული აუქციონი გაგრძელდება მე-4 რაუნდით, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დასრულდება 3 რაუნდით. ანალოგიურად, რომელიმე პრეტენდენტის მიერ მე-4 რაუნდში ფასის შემცირების შემთხვევაში აუქციონი გაგრძელდება მე-5 რაუნდით, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დასრულდება 4 რაუნდით.
  11. შესყიდვის პროცესის დაწყებამდე სისტემა უზრუნველყოფს პრეტენდენტთა ვინაობის, ფასისა და ატვირთული დოკუმენტაციის ანონიმურობას. წინადადების ფასი ხელმისაწვდომი ხდება შესყიდვის პროცედურის დაწყებისთანავე. პროცესის დასრულების შემდგომ პრეტენდენტების ვინაობა ხელმისაწვდომი ხდება მხოლოდ ტენდერში მონაწილეთათვის, ხოლო ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია რჩება ანონიმური.
  12. აუქციონის შემთხვევაში, პრეტენდენტს უფლება აქვს შეამციროს სატენდერო წინადადების ფასი, თითოეულ რაუნდში, წინასწარ განსაზღვრულ ბიჯზე არანაკლები ოდენობით. აუქციონში მონაწილეობა სავალდებულო არ არის. ამ შემთხვევაში ძალაში დარჩება მათ მიერ სისტემაში დაფიქსირებული ბოლო ფასი.
  13. აუქციონის თითოეულ რაუნდში, ფასის ცვლილებისათვის პრეტენდეტს ეძლევა 2 წუთი, გარკვეული რიგითობით. ამ დროის განმავლობაში პრეტენდეტს შეუძლია რამდენჯერმე შეცვალოს წინადადების ფასი: შეამციროს ბიჯზე არანაკლები ოდენობით, ან ცვლილების შემდეგ დააბრუნოს წინა რაუნდში დაფიქსირებულ თანხის ოდენობაზე.
  14. ბიჯი არის სატენდერო წინადადების ფასის კლების წინასწარ განსაზღვრული მინიმალური ოდენობა.
  15. აუქციონის დაწყებისას პრეტენდენტის მიერ წინადადების ფასის წარდგენის რიგითობა განისაზღვრება სისტემაში დაფიქსირებული საწყისი ღირებულების შესაბამისად. კერძოდ, I რაუნდში ბოლო შემოთავაზებას აკეთებს ის პრეტენდენტი, რომლის სატენდერო წინადადების საწყისი ღირებულება ყველაზე დაბალია, ხოლო ყოველ მომდევნო რაუნდში - კი ის პრეტენდენტი, რომელმაც წინა რაუნდში დააფიქსირა ყველაზე დაბალი ფასი. თანაბარი ფასების დაფიქსირების შემთხვევაში, ბოლო შეთავაზებას აკეთებს ის პრეტენდენტი, რომელმაც პირველმა დააფიქსირა ასეთი ფასი.
  16. აუქციონის დასრულების შემდგომ “აუქციონი დასრულებულია” - სტატუსის დროს პრეტენდენტების ვინაობა ხელმისაწვდომი ხდება მხოლოდ ტენდერში მონაწილეთათვის, ხოლო ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია რჩება ანონიმური და იწყება შერჩევა/შეფასების ეტაპი.
  17. პრეტენდენტი ვალდებულია აუქციონში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში, მოთხოვნიდან გონივრულ ვადაში, წარმოადგინოს აუქცინის შედეგად დაფიქსირებული ფასის შესაბამისი სატენდერო დოკუმენტაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში განმახორციელებელი უფლებამოსილია მოახდინოს მისი დისკვალიფიკაცია.
  18. „შერჩევა/შეფასება” - ეტაპის დროს ხორციელდება პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადებების, სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შემდგომი შეფასება წინასწარ განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.
  19. თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა დაზუსტებაც არ გამოიწვევს მის არსებით ცვლილებას და არ მოახდენს გავლენას წინადადების ფასზე, მას ეძლევა გონივრული ვადა (არაუმეტეს 7 სამუშაო დღისა) დოკუმენტაციის დაზუსტებისათვის. იმ შემთხვევაში, თუ სისტემაში დოკუმენტაცია ატვირთულია ხარვეზის მქონე ფაილის სახით (მაგ. რომელიც არ იკითხება), ვერ ხერხდება პრეტენდენტის იდენტიფიკაცია ან შეიცავს სერიოზულ ხარვეზებს - განმახორციელებელს უფლება აქვს არ მიმართოს პრეტენდენტს დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით და მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია.
  20. დაუშვებელია სატენდერო წინადადების ისეთი დაზუსტება, რომელიც გამოიწვევს მის არსებით ცვლილებას და მოახდენს გავლენას წინადადების ფასზე. ამ შემთხვევაში ხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია.
  21. საჭიროების შემთხვევაში, პრეტენდენტებს დამატებით ეცნობებათ შესყიდვის ობიექტის ნიმუშების წარმოდგენის აუცილებლობის შესახებ (ნიმუშები წარმოდგენილ უნდა იქნას გონივრულ ვადაში).
  22. თითოეული პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი შემოთავაზება განიხილება კომისიური წესით, ინტერესთა კონფლიქტის პროცედურის სრული დაცვით. წინადადებების შეფასება, ხორციელდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად. ყოველი პრეტენდენტის წინადადება ფასდებაცალ-ცალკე, თითოეული კრიტერიუმის მიხედვით, ხოლო მინიჭებული ქულა მრავლდება ამ კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტზე და მიღებული ნამრავლების დაჯამებით გამოითვლება თითოეული პრეტენდენტის სატენდერო წინადადების ჯამური შეფასება. პრეტენდენტი პოტენციურ გამარჯვებულად ჩაითვლება, თუ მას მიენიჭება ყველაზე მაღალი ჯამური ქულა.
  23. დამკვეთის მიერ ტენდერის განხორციელების შემთხვევაში დაცული იქნება ამ ინსტრუქციის ძირითადი პრინციპები. მიუხედავად ამისა, შეფასებისას დამკვეთი კონკრეტულ შემთხვევებში უფლებამოსილია იმოქმედოს საკუთარი შესყიდვების სახელმძღვანელოს შესაბამისად.
  24. პოტენციური გამარჯვებულის გამოვლენის შემგომ, ამ პრეტენდენტს შესაძლებელია მოეთხოვოს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა.
  25. საკვალიფიკაციო მონაცემები არის ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი დოკუმენტები. საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის თარიღი არ უნდა უსწრებდეს ტენდერის გამოცხადების თარიღს, ხოლო არარეზიდენტი პირის შემთხვევაში საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის თარიღი უნდა შეესაბამებოდეს თავიანთი ქვეყნის შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებულ თარიღს.
  26. საკვალიფიკაციო მონაცემების წარმოდგენისთვის უნდა განისაზღვროს გონივრული ვადა (მოთხოვნიდან არაუმეტეს 7 სამუშაო დღე).
  27. პრეტენდენტის მიერ ზემოთ აღწერილი ეტაპების წარმატებით გავლის შემდგომ, იგი რეკომენდირებული იქნება „პოტენციურ გამარჯვებულად“. დამკვეთი ორგანიზაციის თანხმობის შემთხვევაში, მათ შორის გაფორმდება ხელშეკრულება.
  28. „ხელშეკრულება დადებულია” - სტატუსი სისტემაში გამოჩნდება მხოლოდ დამკვეთ მხარესა და ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტს შორის ხელშეკრულების დადების შემდგომ.
  29. ხელშეკრულება ფორმდება უშუალოდ დამკვეთსა და ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტს შორის, წინასწარ განსაზღვრული პირობების დაცვით. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულებით განსაზღვრულ პასუხისმგებლობებზე, ანგარიშსწორებასა და შესყიდვის ობიექტის მიღებაზე მონიტორინგს სრული მოცულობით ახორციელებს დამკვეთი.
  30. შემსრულებელ მხარეს არ ეკისრება რაიმე სახისა თუ ფორმის პასუხისმგებლობა შესყიდვის განხორციელებით ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებისადმი მიყენებულ მორალურ ან ფინანსურ ზარალზე (არსებობის შემთხვევაში), ასევე ცალკეულ შესყიდვაზე ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ დამკვეთისათვის ან მესამე პირისათვის მიყენებულ მორალურ ან ფინანსურ ზარალზე.
  31. პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:
    • შესიდვების სახელმძღვანელოთი განსაზღვრული რეგულაციების დარღვევისას, რომელმაც შესყიდვის პროცედურაზე მოახდინა გავლენა;
    • თუ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება არ შეესაბამება (მათ შორის, დაზუსტების შემდეგ) სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს;
    • შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარმოდგენაზე უარის თქმის შემთხვევაში, თუ აღნიშნული განსაზღვრული იყო სატენდერო დოკუმენტაციით;
    • ადმინისტრაციული ორგანოებიდან ხარვეზის მქონე საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენისას.
  32. ტენდერის შეწყვეტა:
    • შემსრულებელს, დამკვეთთან შეთანხმებით უფლება აქვს ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით;
    • შესყიდვის პროცედურების შეწყვეტის შემთხვევაში შემსრულებელი მხარე ვალდებული არ არის, პრეტენდენტებს წარუდგინოს კონკრეტული მტკიცებულება ან დეტალური ინფორმაცია, რომლის საფუძველზედაც მიიღო ეს გადაწყვეტილება. შესყიდვის პროცედურების შეჩერებისას ან შეწყვეტისას ის ვალდებული არ არის აანაზღაუროს შესყიდვაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები.
  33. პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე. დოკუმენტების სხვა ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული ან ინგლისური თარგმანი.
  34. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება შემუშავებული უნდა იყოს სხვა პრეტენდენტებისაგან დამოუკიდებლად, კონფიდენციალობის სრული დაცვით.
    • პრეტენდენტის სარეგისტრაციო მონაცემები;
    • სატენდერო წინადადების ნებისმიერი დეტალი (ფასი, ხარისხი, ტექნიკური მახასიათებლები და ა.შ.);
    • სატენდერო წინადადების წარდგენა /არწარდგენასა და განზრახ ტენდერის პირობებთან შეუსაბამო წინადადების წარდგენაზე;
    • სხვა არაკეთილსინდისიერი ქმედების განხორციელებისას.
  35. შესყიდვის პროცედურის განხორციელებისას შემსრულებელი ხელმძღვანელობს „არასაიმედო მიმწოდებელთა სიით“, რომელშიც აისახება ელექტრონულ შესყიდვებში მონაწილე იმ მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებმაც უხეშად დაარღვიეს შესყიდვის პროცედურა/პირობები და დროებით (6 თვის ვადით) შეზღუდული აქვთ ტენდერში მონაწილეობის უფლება. აღნიშნულთან დაკავშირებით შესაძლებელია დამატებით გათვალისწინებულ იქნას ოფიციალური სახელმწიფო უწყებების მიერ აღიარებული და გასაჯაროებული ინფორმაცია (მათ შორის „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო“) და დამკვეთის მიერ მოწოდებული არგუმენტირებული წერილობითი დასაბუთება ცალკეულ შემთხვევაში არასასურველ პირთა მიმართ შეზღუდვების დაწესების აუცილებლობასთან დაკავშირებით. შემსრულებელი არ არის ვალდებული გაითვალისწინოს რაიმე სხვა ინფორმაცია გარდა ზემოაღნიშნული შემთხვევისა.
  36. პრეტენდენტი „არასაიმედო მიმწოდებელთა სიაში“ ხვდება შემდეგ შემთხვევებში:
    • თუ პრეტენდენტი უარს აცხადებს მის მიერ წარმოდგენილ სატენდერო წინადადებაზე (წინადადების მოქმედების ვადის გასვლამდე);
    • გამარჯვებული პრეტენდენტი უარს განაცხადებს ხელშეკრულების დადებაზე ან ვერ წარმოადგენს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიას (ასეთი გარანტიის არსებობის შემთხვევაში) დადგენილ ვადაში;
    • პრეტენდენტის მიერ ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოუდგენლობისას;
    • ხელშეკრულების პირობების უხეში დარღვევის შემთხვევაში;
    • პრეტენდენტის მიერ სხვა არაკეთილსინდისიერი ქმედების განხორციელებისას.
მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
19/04/2017
B
Beqa Burjanadze
B