მართლმადიდებლური ბაგა ბაღი იავნანა

საბავშვო ბაღი
5
(1 შეფასება)
თბილისი, ლვოვის ქ. 29

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 09:00-19:00 შაბ: არ მუშაობს კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash

მართლმადიდებლური ბაგა ბაღი იავნანა არის, შპს იავნანა,საიდენტიფიკაციო კოდი:405083074
მართლმადიდებლური ბაგა-ბაღი ''იავნანა'' საბურთალოზე
რეგისტრაცია დაწყებულია 2016-2017 სასწავლო წლისათვის.
I ფილიალი - თბილისი, საბურთალო, ლვოვის N29 (გაგარინის მოედანთან ახლოს).
II ფილიალი - თბილისი, საბურთალო, იყალთოს გორა N4 (ფანასკერტელის ბოლოში).


მართლმადიდებლური ბაგა-ბაღი ''იავნანა''იწვევს 1.5 წლიდან 6 წლამდე ბავშვებს, 8.30-საათიდან 19.00-საათამდე ეკოლოგიურად სუფთა,მოსიყვარულე,საინტერესო,მრავალფეროვან მყუდრო განახლებულ და თანამედროვედ მოწყობილ გარემოში, სადაც ყურადღება ექცევა ბავშვების სულიერ,ზნეობრივ და გონებრივ განვითარებას. ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს მთელი ზაფხულის განმავლობაში. სურვილისამებრ, ვუზრუნველვყოფთ ტრანსპორტირებას ყველა უბნიდან ჩვენი ძიძის თანხლებით.

ბაღის პროგრამა შემდეგი დატვირთვით: 

1. დილის გამამხნევებელი ვარჯიშები სახალისო პროგრამით
2. სამჯერადი სრულფასოვანი კვება (შუალედში ორჯერ ლანჩით)
3. პედაგოგების მუშაობა ეფუძნება მართლმადიდებლურ-ფსიქოლოგიურ აღმზრდელობით მეთოდიკას, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბავშვის ზნეობრივ და გონებრივ განვითარებას
4. პატარები შეისწავლიან ზოგად უნარ-ჩვევებს, ქართულ ენასა და ლიტერატურას, გეოგრაფიას, სახალისო არითმეტიკას, საქართველოსა და მსოფლიო ისტორიას. (შესაბამისი საბავშვო ლიტერატურით) სასკოლო ასაკის ბავშვების მეცადინეობა მიმდინარეობს განსხვავებული პროგრამით და ინდივიდუალური მიდგომით
5. კვირაში ორი დღე ეთმობა ხელოვნებას.ტარდება თავისუფალი შემოქმედებითი გაკვეთილები-ხატვა, ძერწვა,აპლიკაცია,დაგვემატა თიხის არტთერაპიის წრე და ხატვის წრე
6. უცხო ენები: ინგლისური, რუსული, გერმანული(ორი ენა შერჩევით)
7. ქართული ცეკვა (განმარტებით თითოეული ცეკვის წარმოშობის შესახებ)
8. მუსიკა,გალობა (ასევე ბავშვები ეცნობიან ცნობილი კომპოზიტორების ბიოგრაფიასა და შემოქმედებას)
9. საბავშვო ბაღს ჰყავს ფსიქოლოგი,ლოგოპედი 
10. საღვთო სჯულის სწავლა (ბავშვის გონებისთის აღსაქმელი შესაბამისი სახელმძღვანელოებით)
11. ჩვენი პატარები ეცნობიან წმინდანთა ცხოვრებას ,საბავშვო საეკლესიო მოთხრობებს
12. ლოცვების სწავლა (მამაო ჩვენო,მრწამსი,შვიდგზის ლოცვები,ტროპარები...)
13. ორ კვირაში ერთხელ ბავშვები ეზიარებიან (ტაძარში)
14. ბაღში იკითხება პარაკლისი ზეთის ცხებით (მამაოს მიერ)
15. ყველა მართლმადიდებლური დღესასწაული განმარტებული და აღნიშნულია 
16. ხშირად გვსტუმრობს ზღაპრისა და მულტფილმის გმირები 
17. ვუზრუნველვყოფს პატარებს ხარისხიანი სათამაშოებით 
18. ტარდება დრამის გაკვეთილი და ზეიმები 
19. ბავშვებს საფუძვლიანად და გაძლიერებულად ასწავლის ჭადრაკს კვალიფიცირებული პედაგოგი
20. ხშირად ვიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებებში, ვაწყობთ ექსკურსიებს და მოვილოცავთ ტაძრებს 

ბავშვებს ემსახურება მანქანა ყველა უბნიდან, ჩვენი ძიძის თანხლებით.
სურვილის მიხედვით ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს ზაფხულშიც.

საკონტაქტო ინფორმაცია: 
მართლმადიდებლური ბაგა-ბაღი იავნანა
მისამართი: I ფილიალი - თბილისი, საბურთალო, ლვოვის N29 (გაგარინის მოედანთან ახლოს).
II ფილიალი - თბილისი, საბურთალო, იყალთოს გორა N4 (ფანასკერტელის ბოლოში).
ტელეფონი: 237 33 82; 579 54 46 46
ელ-ფოსტა: iavnana62@gmail.com

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
19/12/2017
S
Saba Chikviladze
S

თეგები