შპს ლუკა

სამშენებლო მასალები | სარემონტო საშუალებები
5
(1 შეფასება)
ბათუმი, პუშკინის ქ. 23

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-21:00 შაბ: 10:00-21:00 კვ: 10:00-21:00

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

კომპანია "ლუკა" დაარსდა 2007 წელს ქ. ბათუმში. მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს უცხოური ნედლეულის იმპორტი, დამუშავება და მისგან მზა პროდუქციის მიღება.

კომპანია  "ლუკა" აწარმოებს თაბაშირ-მუყაოს ფილის პროფილებისა და აქსესუარების ნაირსახეობას. ასევე კომპანია აწარმოებს მაღალი ხარისხის მოთუთიებულ (გალვანიზირებული, შეღებილი) თუნუქისგან შენობა-ნაგებობების დასახურ სხვადასხვა სახის (გოფრირებული თუნუქი, პროფილირებული ანუ პროფნასტილი, მეტალოკრამიტი, ბრტყელი ნაგლინი) მასალებს და მის აქსესუარებს.

კომპანია "ლუკა" აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერული დანადგარებით, რომელიც უზრუნველყოფს პროგრამულ დამუშავებას, ეს კი გაძლევთ შესაძლებლობას, შეუკვეთოთ და მიიღოთ თქვენთვის სასურველი ზომები როგორც პროფილის, ასევე დასახური მასალის.

ასევე კომპანია აღჭურვილია სხვადასხვა ტონიანი ტვირთამწეობის ამწეებით, რაც უზრუნველყოფს სათანადო და დროულ მომსახურებას.

კომპანიას საკუთრებაში გააჩნია რამოდენიმე ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის მეშვეობით ხდება საქონლის როგორც უცხოეთიდან ჩამოტანა ასევე დამკვეთთან დროული მიწოდება.

ჩვენ შევქმენით ჯგუფი, დაკომპლექტებული მაღალკვალიფიცირებული პროფესიონალებით და ვცდილობთ, რომ მივაღწიოთ იმ წერტილს, როცა ნებისმიერი კლიენტი მიიღებს იმაზე მეტს, ვიდრე ელის. გაძლევთ გარანტიას, რომ ფასი, რომელსაც გთვაზობთ, არის რეალური და ოპტიმალური.

კომპანია "ლუკას" მიერ წარმოებული პროდუქცია სერთიფიცირებულია.

კომპანია "ლუკა" წარმოადგენს KNAUF -ის რეგიონალურ დილერს აჭარაში და გთავაზობთ მის მიერ წარმოებულ თაბაშირ-მუყაოს ფილებს, ფითხებს, საშენ მასალებს როგორც საბითუმო, ისე საცალო ფასებში.

გულწრფელად ვიმედოვნებთ რომ მოცემული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იქნება.

კეთილი სურვილებით!

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
19/05/2018
S
Saba Chikviladze
S