სამკერვალო ფაბრიკა ლაურა ღაჭავა
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი


სამკერვალო ფაბრიკა ლაურა ღაჭავა არის, შპს სამკერვალო ფაბრიკა ლაურა ღაჭავა,საიდენტიფიკაციო კოდი:204532611
ჩვენი ვებ გვერდია :lauragachava.com.ge
სამკერვალო ფაბრიკამ საქმიანობა 2011 წლის 03 იანვრიდან დაიწყო. ფაბრიკაში ტანსაცმლის მოდელების კონსტრუირება, თარგების გამრავლება- ჩახაზვა ამერიკული წარმოების "გერბერი"-ს სისტემის მაღალტექნოლოგიური დანადგარებით ხორციელდება. საწარმო რამდენიმე მაღალეფექტური ნაკადური ხაზისაგან შედგება და აწარმოებს სხვადასხვა სახის ტანსაცმელსა და საყოფაცხოვრებო მოხმარების პროდუქციას. ფაბრიკის ჯინსების რეცხვა-გადამუშავების უბანი უზრუნველყოფს ჯინსების გამოხარშვასა და ქიმიურ-ტექნოლოგიურ დამუშავებას. მაღალტექნოლოგიური საქარგავი დანადგარები მრავალი სახის ნაქარგსა და ორნამენტს სთავაზობს მომხმარებელს. სამკერვალო ფაბრიკა ნაყოფიერად თანამშრომლობს ცალკეულ დიზაინერებთან და კომპანიებთან. აწარმოებს სპეცდანიშნულების ტანსაცმელს.