კორომი

სამშენებლო მასალები | სარემონტო საშუალებები
5
(1 შეფასება)
ახალციხე, ზ. დიდიმამიშვილის ქ. 2

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-20:00 შაბ: 10:00-20:00 კვ: 10:00-20:00

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

კორომი არის, შპს კორომი საიდენტიფიკაციო კოდი:224067729

 

ჩვენი კომპანია დაარსდა 1996 წელს და წარმატებით ფუნქციონირებს დღემდე. ჩვენთან დასაქმებულია 80-მდე პროფესიონალი კადრი, რომლებიც მზად არიან გაგიწიონ სრული მომსახურება და დააკმაყოფილონ ყველა თქვენი მოთხოვნა სამშენებლო სფეროში.

ნებისმიერი კომპანიის წარმატებაში ლომის წვლილი მის პარტნიორებს მიუძღვის. ხალხს, რომლის წყალობითაც კომპანია იზრდება და მეტად ძლიერდება. ჩვენს შემთხვევაში ასეთები არიან პროდუქციის მომწოდებელი კომპანიები თურქეთიდან, ჩინეთიდან, ბელორუსიიდან და უკრაინიდან.

ვთანამშრომლობთ სხვა სამშენებლო კომპანიებთანაც საქართველოს ბაზარზე. მათ შორისაა შპს „„ბიემსი 2011“, რომელიც ასევე ორიენტირებულია ქართული ბაზრის ხარისხიანი სამშენებლო პროდუქციით შევსებით საქართველოს რეგიონში.

შპს კორომი ს/კ: 224067729

აღმასრულებელი მენეჯერი: ლაშა ნარიმანაშვილი

საკონტაქტო ტელ: +995 599 47 19 69

Image

შვილობილი კომპანიები

 

კორომს, ბაზარზე მოღვაწეობის მრავალწლიან გზაზე, საკუთარი კვალი მხოლოდ სამშენებლო მასალის იმპორტითა და რეალიზაციით არ დაუტოვებია.

გვაყვს შვილობილი კომპანიები:

• შპს „„ბავრა“ კომპანია ახალქალაქში, რომლის საქმიანობის სფეროსაც სწორედ სამშენებლო მასალების რეალიზაცია წარმოადგენს.

ასევე გვყავს ჩვენი კომპანიები, სადაც ჩვენს ორგანიზაციას გააჩნია პაი (წილი):
 

• შპს „„ფოცხოვი“ სამშენებლო კომპანია, ახალციხის სავაჭრო ცენტრი (რეგიონალური ბაზარი, რომელიც მოიცავს 30 000 კვადრატულ მეტრ საიჯარო ფართებს თავისი დიდი პარკინგის სივრცით).

გვაქვს საკმაოდ დიდი ფართობები (10 000კვ. მ.) რეგიონის სარეკრეაციო ზონებში, სადაც დაგეგმილია სტაბილურ პოტენციურ პარტნიორთან ერთად სატუმროს ტიპის სარეკრეაციო ტერიტორიების მოწყობა, კერძოდ: კურორტი აბასთუმანი, ბორჯომი.

 

დამატებითი სერვისები

 

• ადგილზე მიტანა

აარჩიეთ სასურველი სამშენებლო მასალა? ჩვენ დავზოგავთ თქვენს დროსა და ენერგიას! არ არის საჭირო შეიწუხოთ საკუთარი თავი მოსვლით და პროდუქტის გადატანაზე ზრუნვით! თქვენ მიგვითითებთ დანიშნულების ადგილს და თქვენი არჩევანი სასურველ ადგილას გაჩნდება.

• საღებავის ფერის შეზავება

თუ ვერ მოახერხეთ თქვენთვის საჭირო საღებავის ფერის ამორჩევა, ან უბრალოდ წინასწარ იცით რას ეძებთ, თუმცა საღებავის ფერები არ აძლევენ თქვენ სურვილს გასაქანს, ჩვენ აღმოგიჩენთ დახმარებას ! უმოკლეს დროში ვახდენთ საღებავის ფერის შეზავებას სპეციალური აპარატით.

• სამეურნეო აქსესუარები

დიახ, თქვენ ჩვენთან მხოლოდ სამშენებლო მასალას არ იხილავთ. ჩვენ გთავაზობთ სამეურნეო ინსტრუმენტების ფართო არჩევანს. აქ შეძლებთ იპოვოთ ყველა წვრილმანი, დაწყებული ხელთათმანიდან, დამთავრებული სახრახნისითა და ბრტყელტუჩით.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
24/07/2018
S
Saba Chikviladze
S