კოლეჯი გეორგია
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი
2011 წლის 21 ივლისს პროფესიული განათლების ავტორიზაციის საბჭოს № 89 გადაწყვეტილებით კოლეჯს მიენიჭა საზოგადოებრივი კოლეჯის სტატუსი და აქვს უფლება განახორციელოს სახელმწიფოს მიერ აღიარებული საგანმანათლებლო პროგრამები.
კოლეჯს გააჩნია 25 წლიანი სწავლების გამოცდილება, საკუთარი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
საზოგადოებრივი კოლეჯი „გეორგია“ არის კერძო „კოლეჯების ასოციაციის“ წევრი, ხოლო დირექტორი არის ასოციაციის გამგეობის წევრი..
კოლეჯი ორიენტირებულია საბაზრო მოთხოვნების შესაბამისი პრაქტიკული უნარების გამომუშავებაზე და დასაქმების შესაძლებლობაზე. აქედან გამომდინარე, იმათ ვისაც გადაწყვეტილი აქვს შეიცვალოს პროფესია ან აიმაღლოს კვალიფიკაცია ჩენი საგანმანათლებლო პროგრამები საშულებას აძლევს მოემზადონ ახალი პროფესიების ათვისებაში და გამოიმუშავონ პროფესიული უნარ-ჩვევები, ტურიზმის, ,კომპიუტერული ინჟინერიის, არქიტექტურის, , ფინანსების სფეროებში. სასწავლო პროცესი იგეგმება ინდივიდუალურად შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან და პირადი ინტერესებიდან გამომდინარე.
კოლეჯში მიღებული ცოდნა დიდი ნაბიჯია აკადემიური პროგრამების დაძლევისა და შემდგომი კარიერის შექმნის გზაზე.
სახელმწიფო ორგანიზაციებთან, პროფესიულ ასოციაციებთან, კერძო სტრუქტურებთან და სხვადასხვა დარგის მოქმედ სპეციალისტებთან პარტნიორობით კოლეჯში მზადდებიან მაღალკვალიფიციური პროფესიული კადრები, რომელთაც შეუძლიათ თავისუფლად გაერკვნენ სწრაფად ცვლად გარემოში და დაიკავონ თავიანთი ადგილი კონკურენციულ შრომის ბაზარზე.
სასწავლო-სამეწარმეო პარტნიორობის, სწალების ხარისხის განვითარების ეფექტური მექანიზმების შემუშავება კოლეჯის მუდმივი ზრუნვის საგანია. პროფესიული მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება ხელს უწყობს სტუდენტებში ბაზრის შესაბამისი უნარების გამომუშავებას.
საწარმოო პრაქტიკის ხანგრძლივ პერიოდში დამსაქმებელ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ დაკვირვება აწარმოონ სტუდენტთა შესაძლებლობებზე და გააკეთონ თავიანთი არჩევანი, რაც კომპანიების ინტერესის საგანია და ამ შესაძლებლობას მოკლებულია აკადემიურ საფეხურზე არსებული სტუდენტების შემთხვევაში. კოლეჯდამთავრებული სპეციალისტები სარგებლობენ რეკომენდაციებით და გამომუშავებული უნარ-ჩვევების ფლობის აღწერილობით. იქმნება დამთავრებულ სტუდენტთა კომპიუტერული ბაზა, რაც ხელმისაწვდომია პოტენციური დამსაქმებლებისათვის.
კოლეჯის მიზანია სწავლების გადასახადის ოპტიმალური ოდენობის განსაზღვრა და გადახდის შეღავათიანი პირობების დაწესება, რითაც საშუალებას აძლევს საზოგადოების სხვადასხვა შესაძლებლობების მქონე ფენებს მიიღონ კოლეჯის მიერ შეთავაზებული მომსახურება.
კოლეჯი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებთან, პროფესიულ ასოციაციებთან, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთაც. ასეთი ურთიერთობები მნიშვნელოვნად ზრდის დაწესებულების ცნობადობას და ავტორიტეტს.
ჩვენ მოხარული ვიქნებით, თუ დაგვეთანხმებით, რომ კოლეჯი ”გეორგია” არის ის ადგილი, საიდანაც იწყება წარმატება თქვენს პროფესიულ კარიერაში და გიხსნით გზას დამოუკიდებელი ცხოვრებისაკენ.